19 თებერვალს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ ოლექსანდრ პოლიანჩევის კვლევას: “ტროპიკული ოცნებები: რუსეთის იმპერია და ეგზოტიკური მცენარეები სამხრეთ კავკასიაში”.
მოხსენების შესახებ:
მე-19 საუკუნის დასაწყისში, როდესაც რუსეთმა გააფართოვა თავისი მმართველობა კავკასიონის მთების სამხრეთით, ცარისტულ საზოგადოებაში, ბევრმა ეს ახალი იმპერიული სამფლობელოები წარმოიდგინა როგორც ერთგვარი ღია ცის ქვეშ მდებარე სათბური ეგზოტიკური კულტურებისთვის, რომლებიც მეტროპოლიის საჭიროებებს შეესაბამებოდა. ეს რეგიონი, შავი ზღვის სანაპიროდან კასპიის ზღვის ნაპირამდე, იქცა აკლიმატიზაციის ექსპერიმენტების ლაბორატორიად, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შემოტანილ სითბოსმოყვარულ მცენარეთა სახეობებს ცდიდნენ. ეს მოხსენება განიხილავს, თუ როგორ ცდილობდა რუსეთის იმპერია სამხრეთ კავკასიაში საკუთარი ‘ტროპიკების’ შექმნას.
მომხსენებლის შესახებ:
ოლექსანდრ პოლიანჩევმა დოქტორის ხარისხი მოიპოვა ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტში (European University Institute), ფლორენციაში, 2017 წელს. 2019 წლიდან ის მუშაობს სოდეთორნის უნივერსიტეტში (Södertörn University), სტოკჰოლმში. იმპერიისა და კოლონიალიზმის ისტორიკოსი, რომლის კვლევების ფოკუსშია იმპერიული რუსეთი, ამჟამად მუშაობს პროექტზე: “Tropics of Tsardom: Plants and Empire in the South Caucasus, 1800–1917“, რომელიც იკვლევს რუსეთის მიერ საკუთარი კვაზიტროპიკული სივრცის გამოგონებას კავკასიაში, შავი ზღვის სანაპიროზე. ამ თემაზე მისი უახლესი ესე “Dream of the Russian Tropics“, გამოქვეყნდა Aeon Magazine-ში.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. სემინარის სამუშაო ენაა ინგლისური.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

ფოტო: საფოსტო ბარათი “ბათუმი, ჩაქვი, ჩაის პლანტაცია”, წყარო: https://postcards.ge/