Search

გიორგი მაისურაძე

გიორგი მაისურაძე სწავლობდა თბილისში (თსუ), ზაარბრუკენსა (ზაარლანდის უნივერსიტეტი) და ბერლინში (ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი; ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი) ისტორიას, არქეოლოგიას, ფილოსოფიას და კულტურის მეცნიერებას. 2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. 2008-2013 წლებში მუშაობდა ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრში მეცნიერ თანამშრომლად. 2014 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. მისი კვლევითი ინტერესებია: პოლიტიკური თეოლოგია (როგორც ისტორიული, ასევე თეორიული თვალსაზრისით), ნაციონალიზმი და იმპერიულობა, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კულტურა, ენა და იდეოლოგია.

სხვა ენა, თბილისი 2019 (მეორე, შესწორებული გამოცემა – 2021)

“Sonniges Georgien”. Figuration des Nationalen im Sowjetimperium, Berlin 2015 (თანაავტორი: Franziska Thun-Hohenstein).

Genese und Genealogie, Berlin 2013.

მართლმადიდებლური ეთიკა და არათავისუფლების სული, თბილისი 2013.

დაკარგული კონტექსტები, თბილისი 2012.

ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები, თბილისი 2011.

ედიცია:

Документы по истории Абхазии 1917-1931, Тбилиси 2021 (თანარედაქტორები: გია ანჩაბაძე, მარინა ფაღავა).

Kulturheros. Genealogiern, Konstellationen, Praktiken (თანარედაქტორები: Zaal Andronikashvili, Matthias Schwartz, Franziska Thun-Hohenstein), Berlin 2017.

ფაშიზმის თეორიები (ელენე ლადარიასა და ლუკა ნახუცრიშვილთან ერთად), თბილისი 2015.

ლუკა ნახუცრიშვილი

ლუკა ნახუცრიშვილი 2010-2013 წლებში პერპინიანისა და ტიუბინგენის უნივერსიტეტებიდან მიიღო შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის დოქტორის წოდება. 2013 წლიდან ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და არის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი და კოორდინატორი. 2015-2017 წლებში პოსტსადოქტორო კვლევის განსახორციელებლად ალექსანდერ-ფონ-ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიით იყო ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის მიწვეული მკვლევარი. 2019-2020 წლებში, მას მიენიჭა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ახალგაზრდა მეცნიერის სტიპენდია ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით. 2020 წლის ზამთრის სემესტრში იყო მიწვეული ლექტორი ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში. 2021-2022 წლის შემოდგომის სემესტრში ფულბრაიტის კვლევითი სტიპენდიით მუშაობდა ნიუ იორკის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე. 2023 წლის გაზაფხულის სემესტრში კი ლუკა გერდა ჰენკელის კვლევითი სტიპენდიით ეწვევა სოფიას Centre for Advanced Study-ს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლუკა ასწავლის კრიტიკულ თეორიას, კვლევას კი ეწევა ჰუმანიტარული დარგების გადაკვეთაზე. კულტურის კვლევების, ანთროპოლოგიის, ისტორიოგრაფიის, ლიტერატურათმცოდნეობისა და პოლიტიკის ფილოსოფიის შერწყმით, ლუკა ეთნოგრაფიულად იკვლევს საქართველოში მოდერნიზაციის სხვადასხვა პროექტებსა და მათ მიმართ წინააღმდეგობებს რუსეთის იმპერიული მმართველობის პერიოდიდან პოსტ-საბჭოთა დამოუკიდებლობის ჩათვლით. ინსტიტუტში ბოლო წლებში ლუკა ხელმძღვანელობდა ინტერდისციპლინურ კვლევით პროექტს პირველი რესპუბლიკის შესახებ, რომლის ფარგლებშიც გამოიცემა კრებული.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921). ფორმისა და შინაარსის ძიებაში, (მზადებაშია)

Georgien neu buchstabiert. Politik und Kultur eines Landes auf dem Weg nach Europa (თანაგამომცემელი: Heinrich-Böll-Stiftung), Bielefeld, transcript, 2018

შარლ ბოდლერი, რიხარდ ვაგნერი და “ტანჰოიზერი“ პარიზში, თარგმანი ფრანგულიდან და შესავალი ესე “ხელოვანი ბოდლერისა და ვაგნერის ეპოქაში და “ტანჰოიზერის“ სკანდალი პარიზის ოპერაში“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2016

ფაშიზმის თეორიები. დოქტრინა და კრიტიკა (თანაგამომცემლები: ელენე ლადარია და გიორგი მაისურაძე), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2015

“Peasant oaths, furious icons and the quest for agency. Tracing subaltern politics in Tsarist Georgia on the eve of the 1905 Revolution. Part I: The prose of the intelligentsia and its peasant symptoms”, Part II: Agents and items of (counter)insurgent political theology on the imperial borderland” in: Theoretical Practice/Praktyka Teoretyczna vol. 39/1, special issue: Subversive Concepts in Revolutionary Times, 2021, 15-72

„The promising ruins of the German prima donna. Wilhelmine Schröder-Devrient and German musical discourse in the nineteenth century”, Tel Aviver Jahrbuch für deutsche Geschichte, “Geschichte und Repräsentation“, Göttingen, Wallstein, 2018, 33-71

„Richard Wagner als Kulturheros. Metonymien und Inflationen einer brüchigen Identität“ in: Z. Andronikashvili, G. Maisuradze, F. Thun-Hohenstein, M. Schwartz (eds.), Der Kulturheros. Genealogien. Konstellationen. Praktiken, Kadmos, Berlin, 2017, 282-308

„Corps propre et corps technique(s) – Jean-Luc Nancy et la phénoménologie“ Studia Phaenomenologica, „Possibilities of Embodiment“, Romanian Society for Phenomenology & Humanitas, XII/2012, 157-180

ია ერაძე

ია ერაძე სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების დოქტორია. ამჟამად, ია პოსტ-სადოქტორო მკვლევარია ლაიბნიცის თანამედროვე ისტორიის ცენტრის მიერ ინიცირებულ ინტერდისციპლინურ პროექტში “კომუნიზმის მემკვიდრეობა“. მისი კვლევა 1990-იანი წლების საქართველოში ფინანსური სექტორის ევოლუციას და მის პოლიტიკურ ეკონომიას შეისწავლის. იას სადოქტორო თეზისი საქართველოში უცხოური ვალუტის ჰეგემონიის – დოლარიზაციის შესახებ უახლოეს მომავალში წიგნად გამოიცემა გამომცემლობა Routledge-ის მიერ, სახელწოდებით “Unravelling Dollarization Persistence: The Case of Georgia“. იას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი გლობალურ პოლიტიკურ ეკონომიაში კასელის უნივერისტეტში და ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გაცვლითი სტუდენტის სტატუსით ია სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტში. იგი მიწვეული ლექტორია ბერლინის სამართლის და ეკონომიკის სკოლაში და თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში. ია ასევე ასწავლიდა კასელის უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტში. 2022 წლის შემოდგომაზე ია სტუმარი მკვლევარის სტატუსით ეწვევა დეივისის ცენტრს, ჰარვარდის უნივერსიტეტში.

Unravelling Dollarization Persistence: the case of Georgia (2022), Routledge, London.

“Taming Dollarization Hysteresis: evidence from post-socialist states” (2022) in: Ch. Scherrer, J. Wullweber, A. Garcia (Eds), Handbook on Critical Political Economy and Public Policy, Edward Elgar Publishing, Cheltenham.

Financialization of Monetary Policy in a Dollarized Economy: the case of Georgia” (2022), Cambridge Journal of Economics, https://doi.org/10.1093/cje/beac019

“სახელმწიფო ბანკის პოლიტიკური ეკონომია” (მზადებაშია) in: L. Nakhutsrishvili (Ed.) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ფორმისა და შინაარსის ძიებაში. Ilia State University Press, Tbilisi.

სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის სოციო-ეკოლოგიური კრიზისები სახელმწიფოს მშენებლობის და განვითარების ნარატივების ჭრილში” (2020) [Socio-ecological crises of the extractive industry in the prism of state building and development narratives] in: T. Qeburia, K. Eristavi (Eds) [Extractivist Intersections: politics, ecology, and social justice], EMC, HBS South Caucasus, Tbilisi, 146-171.

I.L.A. Kollektiv (2017) Auf Kosten Anderer? Wie die Imperiale Lebensweise ein gutes Leben für Alle verhindert. [At the expenses of others? How the imperial mode of living prevents a good life for all]. Oekom. München.

ელენე ლადარია

ელენე ლადარიამ 2018 წელს მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის წოდება ტულუზის ჟან ჟორესის უნივერსიტეტში. მანამდე მან მიიღო ტულუზის ამავე უნივერსიტეტის, პრაღის კარლის უნივერსიტეტისა და ბოხუმის რურის უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომი გერმანული იდეალიზმისა და თანამედროვე ფრანგული ფილოსოფიის მიმართულებით. ელენეს კვლევითი ინტერესის საგანი სხვადასხვა ეტაპზე გამხდარა სტრუქტურალიზმი და სისტემების თეორია იმდენად, რამდენადაც ისინი გადაკვეთაში მოდიან ფილოსოფიასთან მისი მემკვიდრის ან მისი გამოწვევის სახით. ფილოსოფიის ალტერნატიული პროექტის შესწავლას დაეთმო ელენეს სადოქტორო დისერტაციაც, თუმცა ამჯერად საბჭოთა ინტელექტუალური ისტორიის კერძო პერსპექტივიდან, რომელსაც წარმოადგენს 30-იან წლებში აზროვნების მარქსისტული სოციოლოგიის შესახებ დაწერილი მონოგრაფიის ავტორი კონსტანტინე მეგრელიძე. ამავე მიმართულებით აგრძელებს ელენე სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კვლევით საქმიანობაში მონაწილეობას და, კვლევითი ბირთვის “იმპერიის პარადიგმები“ ფარგლებში, გამოსაცემად ამზადებს მიხეილ ჩხაიძის მიერ 80-იან წლებში დაწერილი მონოგრაფია თავისი მასწავლებლის, ნიკო მარის ენის თეორიის შესახებ. რაც შეეხება სწავლებას, ელენე ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე კითხულობს ფილოსოფიის კურიკულუმისთვის ტრადიციულ კურსებს, რომლებიც ორიენტირებულია ფილოსოფიის ისტორიაზე, მეტაფიზიკური ტრადიციის ავტორებსა (არისტოტელე, სპინოზა) და პრობლემატიკებზე (დიალექტიკა, წინააღმდეგობის პოსტ-დიალექტიკური კონცეფციები).

“Nikolay Marr’s Theory of Language and Konstantin Megrelidze’s Historical Science of Thought” in Stalin Era Intellectuals. Culture and Stalinism. Vesa Oittinen, Elina Viljanen (ed.), Routledge, 2023.

“Human Rights: Pluralizing the Universality” in Menschenrechte und Menschenwürde im kulturellen Kontext. Deutsch-georgische Jahrbücher, Band I, Hg. Gutman, Tsopurashvili, Brill, Mentis Verlag, Münster, 2020.

« Intersubjectivité et système social » in Systèmes psychiques et systèmes sociaux, Lukas K. Sosoe (éd), Olms, Hildesheim, 2016.

« From concept to sign, and back again. The Soviet reception of psychoanalytic unconscious » in Identity Studies, Vol. 5. Ilia State University Press, Tbilisi, 2014.

ნინო აივაზიშვილი-გენე

ნინო აივაზიშვილი-გენე არის ვენის უნივერსიტეტის ტრანსფორმაციის ისტორიის კვლევითი ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი. მან დოქტორის ხარისხი სოციალურ ანთროპოლოგიაში მარტინ-ლუთერის უნივერსიტეტიდან (ჰალე-ვიტენბერგი) მიიღო. სადოქტორო პროექტი დააფინანსა გერდა-ჰენკელის ფონდმა. პარალელურად ნინო იყო მაქს პლანკის სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული წევრი ჰალეში. 2015-2018 წლებში ნინო მუშაობდა სოციალურ და საგანმანათლებლო სექტორში ლტოლვილებთან და მიგრანტთა ორგანიზაციებთან ვუპერტალსა და ესენში (გერმანია). 2018 წლიდან 2020 წლამდე ის იყო ლექტორი ბოხუმის რურის უნივერსიტეტში, სადაც ასწავლიდა საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებს პოლიტიკურ ანთროპოლოგიაში, საზღვრების ანთროპოლოგიაში, მოქალაქეობასა და ეთნოგრაფიულ საველე სამუშაოში. 2019-2020 წლებში ნინო იყო ბოხუმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მკვლევარი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში. 2020 წელს, რურის უნივერსიტეტში მან დაწერა სასწავლო პროექტი მაგისტრატურის სტუდენტებისთვის მაგისტრანტთან თანამშრომლობით. პროექტმა, სახელწოდებით “Campus in Focus, Fieldwork after the Lockdown”, საუნივერსიტეტო ჯილდო მოიპოვა. 2020 წლიდან ნინო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრია. 2021 წლის მარტიდან ის აგრეთვე მუშაობს ვენის უნივერსიტეტში. 2021 წელს ნინო იყო ოსნაბრიუკში (გერმანია) მიგრაციის კვლევისა და კულტურათაშორისი კვლევების ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი, ხოლო 2022 წელს ბირმინგემის (დიდი ბრიტანეთი) გერმანული და ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიწვეული მეცნიერი. მისი დისერტაცია, რომელიც ეთნოგრაფიულად იკვლევს სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობას, განსაკუთრებით კი აზერბაიჯანში კონკრეტული (ნაწილობრივ ქრისტიანული, ნაწილობრივ მუსლიმური) ჯგუფის ეთნიკური და უმცირესობის სტატუსის როლს, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა წიგნად Staatsbürgerschaft an der Grenze. Die georgischsprachigen Ingiloer in Aserbaidschan, Wiesbaden: Reichert Verlag, 2023). თავის ამჟამინდელ პროექტში „‘კარგი ცხოვრების ძიება’ გერმანიაში” ნინო ყურადღებას ამახვილებს ყოფილი სსრკ-ს ხალხზე ქალაქ ოსნაბრიუკში, რაც მისი მეორე წიგნის თემა იქნება. ნინოs პუბლიკაციები მოიცავს მოქალაქეობის, საზღვრების, ეთნიკური კუთვნილების, მიგრაციის, საზოგადოებრივი და რელიგიური ცერემონიების საკითხებს.

Aivazishvili-Gehne, N. 2023. Staatsbürgerschaft an der Grenze. Die georgischsprachigen Ingiloer in Aserbaidschan. Wiesbaden: Reichert Verlag

Aivazishvili-Gehne, N. 2023. Hoping for Others: Entangled Emotional States of “Russian Germans” and the Multifaceted Aspects of “Successful” Migration. Zeitschrift für Migration /Journal of Migration Studies (ZFM) https://doi.org/10.48439/zmf.186

Aivazishvili-Gehne, N. 2022. „Multiple Vertrautheit“ – Plädoyer für die Einführung eines neuen Begriffs: „Russlanddeutsche“ in Deutschland. In. Paideuma. Zeitschrift für Kulturanthropologische Forschung. 68: 149–165

Aivazishvili-Gehne, N. 2022. Experiencing the Border, Encountering the States: The Ingiloy at the Azerbaijani-Georgian Borderland. In S. von Löwes and B. Eschment (eds.), Post-Soviet Borders. A Kaleidoscope of Shifting Lives and Lands. pp. 119-135. London and New York: Routledge.

თამარ ქებურია

თამარ ქებურია არის დოქტორანტი ლემანჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გიოტინგენის უნივერსიტეტებში, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის მიმართულებით. მისი მიმდინარე სადოქტორო კვლევა რიგითი მშრომელის ძიებაში: შრომა და ყოველდღიურობა გვიანი საბჭოთა კავშირის საქართველოში (პირობითი სათაური) – ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანის ისტორიის მაგალითზე დაყრდნობით სწავლობს ინდუსტრიული სივრცის, მშრომელთა კლასისა და ინდუსტრიულ წარმოებასთან დაკავშირებული სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცოდნის ფორმირების სოციალურ, ეკონომიკურ და მატერიალურ საფუძვლებს. თამარის კვლევითი და აკადემიური ინტერესები უკავშირდება საბჭოთა და გვიანი საბჭოთა პერიოდის ისტორიას, შრომისა და ყოველდღიურობის ისტორიას, კავკასიის რეგიონის და ნაციონალობის საკითხების კვლევებს. მან 2016 წელს წარჩინებით მოიპოვა მაგისტრის ხარისხი სოციალურ ანთროპოლოგიაში, ხოლო 2018-2019 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მას გააჩნია სოციალური პოლიტიკის კვლევის ხუთწლიანი გამოცდილება შრომის პოლიტიკის, ექსტრაქტივისტული ინდუსტრიებისა და მშრომელთა მოძრაობების მიმართულებით.

რეცენზიები

– Qeburia, T. (2022), Georgia’s Youth and History – A Review, Heinrich-Böll-Stiftung South

Caucasus Region. https://orcid.org/0000-0002-3720-7713

– Qeburia, T. (2022), Europe in the Caucasus, Caucasus in Europe: Perspectives on the

Construction of a Region, edited by Thomas Kruessmann and Andrey Makarychev,

Caucasus Survey, 10(1), 123-125. Doi: https://doi.org/10.30965/23761202-20220007

– Qeburia, T. (2021), Planning Labour: Time and the Foundations of Industrial Socialism in

Romania, Alina-Sandra Cucu, Oxford: Berghahn Books, 2019, Historical Review 10, no. 2

(2021): 417–421. Doi: https://doi.org/10.38145/2021.2.417

– Qeburia, T. (2021), Familiar Strangers: The Georgian Diaspora and the Evolution of

Soviet Empire, Erik R. Scott, Oxford University Press, 2016, Ambivalenzen 1953 – 2023,

Hypotheses. Link: https://ambivalenzen.hypotheses.org/338

 

სტატიები და წიგნის კონტრიბუციები:

ქებურია თ. (2021), თეთრი ხალათი და ბეწვის ქურქი: მეტალურგ ქალთა

ცხოვრების ისტორია გვიან სოციალიზმში, კრებულიდან ქალები და ისტორია:

ყოველდღიური ცხოვრების გენდერული პერსპექტივები (1970-იანი და 1980-იანი

წლები)’, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის და კიევი ოფისი, გვ: 21-40. ბმული:

https://rb.gy/cwnjyw

ერისთავი კ., ქებურია თ. (2020), ექსტრაქტივისტული გადაკვეთები პოლიტიკა,

ეკოლოგია და სოციალური სამართლიანობა, სტატიების კრებული, ადამიანის

უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) & ჰაინრიჰ ბიოლის

ფონდი, ISBN: 978-9941-8-2905-5

ქებურია თ. (2017), მშრომელთა კოლექტიური წინააღმდეგობის მოქმედებები

2010-2016 წლებში, წიგნიდან წინააღმდეგობის პოლიტიკა: გამოცდილება და

პერსპექტივები’, ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი

(EMC), გვ: 25-146, ISBN: 978-9941-27-589-0__

ელისაბედ გედევანიშვილი

ელისაბედ გედევანიშვილმა 2022 წელს მოიპოვა ფილოსოფიის მაგისიტრის წოდება ოქსფორდის უნივერსიტეტში—განვითარების სწავლების მიმართულებით. ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვს თრინითი კოლეჯში (აშშ), სადაც დაწყებით დონეზე ჩაატარა ორი კვლევა, (1) პოლიტიკოეკონომიკურ ელიტებზე, სიმბოლურ ძალაუფლებასა და თბილისის ურბანულ განვითარებაზე; (2) 2019 წლის ახალგაზრდულ პროდემოკრატიულ გამოსვლებსა და ინსტიტუციურ რეფორმაზე. იქვე ელისაბედი მუშაობდა ასისტენტმკვლევარად გართ მაიერსის წიგნისთვის Rethinking Urbanism: Lessons from Postcolonialism and the Global South.  გაცვლითი სტუდენტის სტატუსით სწავლობდა ვასარის კოლეჯში (აშშ), სორბონ უნივერსიტეტში (საფრანგეთი), და აფრიკის და აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლაში (SOAS; ინგლისი). 

ელისაბედის სამაგისტრო ნაშრომი დაეთმო გარემოს დაცვასთან დაკავშირებული რეფორმების და მდგრადი განვითარების პოლიტიკურ ეკონომიასნამახვანჰესის მაგალითზემისი კვლევითი ინტერესები ინფრასტრუქტურული განვითარების, ანთროპოცენის, ეპისტემოლოგიის, სახელმწიფოს, მის მიმართ წინააღმდეგობის და პრეფიგურატიული პოლიტიკის გადაკვეთაზეა. მას ასევე აინტერესებს კრიტიკული თეორია, მარქსისტული ფემინიზმი, და დეკოლონიური და პოსტკოლონიური მეთოდოლოგიები.

თეონა რეხვიაშვილი

თეონა რეხვიაშვილმა 2022 წელს მოიპოვა სოციოლოგიის მაგისტრის წოდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი სამაგისტრო ნაშრომი – „კრიპტოვალუტის წარმოების გავლენა ზემო სვანეთის სოციალურ ქსოვილზე“ ბოლო წლებში კრიპტოვალუტის წარმოების შედეგად ზემო სვანეთში წარმოქმნილ კრიზისს აანალიზებს კრიპტომოპოვების ზოგადი არსის, ინფრასტრუქტურების, სოციალური მოძრაობებისა, და მორალური და პოლიტიკური ეკოლოგიების ჭრილში. თეონას კვლევითი ინტერესები უკავშირდება პოსტსოციალისტურ ტრანსფორმაციებს, ინფრასტრუქტურის ანთროპოლოგიასა და სოციალურ მოძრაობებს.

„არაფორმალური შრომა პოსტსოციალისტურ კონტექსტში: გარდამავალი ეტაპი თუ მუდმივობა?“, https://socialjustice.org.ge/ka/products/araformaluri-shroma-postsotsialistur-kontekstshi-gardamavali-etapi-tu-mudmivoba

გიორგი ჯავახიშვილი

გიორგი ჯავახიშვილი არის თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამის მაგისტრანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას 2020 წელს მიენიჭა ისტორიის ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2019-2023 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) შემსწავლელ-ცენტრ ბიბლიოთეკაში, სადაც 2021-2023 წლებში იკავებდა ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციას. 2021 წლიდან დღემდე ასწავლის თბილისის მე-6 საავტორო სკოლაში ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას. მისი კვლევითი ინტერესებია: საქართველოს, კავკასიისა და რუსეთის თანამედროვე ისტორია, კულტურის ისტორია და თეორია, ნაციონალიზმი და კოლექტიური მეხსიერება.

სოციალ-დემოკრატიული ბიბლიოთეკა, ტ.2, ხარიტონ შავიშვილის მემუარები: 1. სამშობლო, ციხეები გადასახლება; 2. რუსი რევოლუციონერები ჟენევაში 1908 წელს, ავტორ-შემდგენელი, რედაქტორი და კომენტარების ავტორი, თბ. 2022

სოციალ-დემოკრატიული ბიბლიოთეკა ტ.1, სტატიების კრებული: სოციალ-დემოკრატია და ეროვნული საკითხი, ავტორ-შემდგენელი, რედაქტორი და კომენტარების ავტორი, თბ. 2022

განათლება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში, 1918-1921, ავტორ-შემდგენელი, თბ. 2022

აკაკი ჩხენკელის დღიური, 1918-1921, წიგნი პირველი, გამოცემის შემდგენელი, კომენტარების ავტორი, თბ. 2021

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიაქრონიკა, 1918-1921, ავტორ-შემდგენელი, თბ.2021

ილია ჭავჭავაძე: ეროვნული საკითხი და ისტორიული მეხსიერება, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ახალგაზრდა ჰუმანიტართა I კონფერენციის მასალების კრებული, თბ. 2019

გიორგი ცინცაძე

გიორგი ცინცაძემ 2013 დაამთავრა კორნელის უნივერსიტეტის გარემოს მეცნიერებებისა და ბუნებრივი რესურსების ფაკულტეტი. 2017 წელს სწავლა ჩიკაგოს უნივერსიტეტში, გარემოს მეცნიერებებისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელა. 2020 წლიდან 2023 წლამდე გიორგი მუშაობდა სოციალური სამართლიანობის ცენტრში (ყოფილი EMC), სადაც, სხვა თემებთან ერთად, ის ბუნებრივი რესურსების მართვას, გარემოსდაცვით და მწვანე პოლიტიკის საკითხებს იკვლევდა. მისი კვლევითი საქმიანობა ცდილობს ეკოლოგიური წუხილები ძალაუფლებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებს დაუკავშიროს და ეხება ურბანულ ეკოლოგიურ წუხილებს და ინდუსტრიულ და ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე დამოკიდებულ რეგიონებს, როგორიცაა ჭიათურა და ტყიბული.

ბექა კალანდაძე

ბექა კალანდაძემ 2022 წელს დაამათავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამა. პარალელურად ის სხვადასხვა დროს მუშაობდა პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო და შპს სტელვიუმი. 2019 წლიდან ბექა სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ტექნიკური ასისტენტია.
 

აფილირებული მკვლევრები:

თამთა ხალვაში არის ანთროპოლოგიის პროფესორი და სოციალური და კულტურის ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. სადოქტორო ხარისხი ანთროპოლოგიაში მოიპოვა 2015 წელს კოპენჰაგენის უნივერსიტეტში. მას მიღებული აქვს ფულბრაიტის პოსტსადოქტორო სტიპენდია, რომლითაც იმყოფებოდა ნიუ იორკის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტში 2016-2017 წლებში, ხოლო 2022-2023 წლებში ის იქნება კორნელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული საზოგადოების წევრი მკვლევარი. თამთას კვლევითი ინტერესები ექსპერიმენტული ანთროპოლოგიის, აფექტის თეორიის ინტერდისციპლინური ველისა და კულტურული ანთროპოლოგიის გადაკვეთაზეა, განსაკუთრებული აქცენტით პოსტსოციალისტურ ტრანსფორმაციებზე, პერიფერიულ ისტორიებზე, მარგინალურ სოციალურ იდენტოტებზე, სივრცესა და მატერიალურობაზე. მისმა სტატიამ Horizons of Medea: Economies and Cosmologies of Dispossession in Georgia (Journal of Royal Anthropological Institute, 2018) მიიღო ამერიკის ანთროპოლოგიური ასოციაციის პოსტსოციალისტური კულტურის კვლევების ქსელ Soyuz-ის საპატიო აღნიშვნა სტატიებისთვის განკუთვნილი ჯილდოს წლიურ შეჯიბრში. ამჟამად თამთა ასრულებს ორ წიგნს, მონოგრაფიას Peripheral Shame: Affective City and Politics on the Margins of Georgia და კრებულს A Sea of Transience: Politics, Poetics and Aesthetics on the Black Sea Coast (მარტინ დემანტ ფრედრიკსენთან ერთად). 

ფლორიან მიულფრიდი  არის სოციალური ანთროპოლოგიის პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მაქს პლანკის სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი, კამპინასის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბრაზილია) მიწვეული პროფესორი და ასისტენტ პროფესორი იენას ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში (გერმანია). მის გამოქვეყნებულ ნაშრომებს შორისაა მონოგრაფიები Unherrschaft und Gegenherrschaft (უმართულობა და მართვისადმი წინააღმდეგობა, 2022), Mistrust: A Global Perspective (2019), და Being a State and States of Being in Highland Georgia (2014), შედგენილი კრებული Mistrust: Ethnographic Approximations (2018), ისევე როგორც თანაგამოცემული კრებულები Sacred Places, Emerging Spaces: Religious Pluralism in the Post-Soviet Caucasus (2018) და Exploring the Edge of Empire: Soviet Era Anthropology in the Caucasus and Central Asia (2011). მისი გერმანული წიგნი უნდობლობის შესახებ (2019) იყო Tractatus-ის ჯილდოს ნომინანტი და ითარგმნა ბერძნულად და ქართულად. ის არის რედაქტორი ჟურნალისა Caucasus Survey და სარედაქციო საბჭოს წევრი ჟურნალისა Cambridge Journal for Anthropology. მის კვლევით ინტერესებში შედის მოქალაქეობა, სახელმწიფო, უნდობლობა, რელიგიათაშორისი ურთიერთობები, მიგრაცია, რიტუალები, და საკვები.

ტიმოთი კ. ბლაუველტი არის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და აგრეთვე საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების სამხრეთ კავკასიის ბიუროს რეგიონული დირექტორი. ის არის ავტორი მრავალი რეფერირებული სტატიისა თუ წიგნის თავის და არის თანაგამომცემელი კრებულებისა Georgia after Stalin: Nationalism and Soviet power (ჯერემი სმიტთან ერთად, Routledge, 2016) და The Transcaucasian Democratic Federative Republic of 1918: Federal Aspirations, Geopolitics and National Projects (ადრიან ბრისკუსთან ერთად, Routledge, 2021). ახლახანს მან გამოსცა მონოგრაფია Clientelism and Nationality in an Early Soviet Fiefdom: The Trials of Nestor Lakoba (Routledge, 2021).
 

მაია ბარქაია არის ინტერდისციპლინური მკვლევარი. მას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი აღმოსავლეთმცოდნეობაში, მაგისტრის ხარისხი ინდოეთის ისტორიაში და დოქტორის ხარისხი გენდერის კვლევებში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს იმპერიულ გადაკვეთებს, მოდერნულობას და უთანასწორობას კავკასიასა და აზიაში XIX და XX საუკუნეებში და ვრცელდება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ქალთა ისტორია, საზღვირსპირული რეგიონების ისტორია, ხელოსნობის ისტორია და ქართულ-აფხაზური ისტორიოგრაფია. ამჟამად ის ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ის არის თანარედაქტორი კრებულისა „Gender in Georgia: Feminist Perspectives on Culture, Nation and History in the South Caucasus“, რომელიც გამოცემულია Berghan Books-ის მიერ (2017, 2021).  2016 წელს მაია იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის ლედი მარგარეტ ჰოლის, ხოლო 2022 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ნიზამი განჯევის ცენტრის მოწვეული მკვლევარი.