სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა
სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გრძელვადიანი ეთნოგრაფიული კვლევის ტრადიციას, თანამედროვე გლობალური პრობლემებისადმი კრიტიკულ თეორიულ მიდგომებსა და რეგიონული თუ ადგილობრივი ისტორიით ნასაზრდოებ ანალიზს.
პროგრამას აქვს ინტერდისციპლინური ორიენტაცია, რაც უზრუნველყოფს დარგთაშორის დიალოგის განვითარებასა და კვლევითი საკითხების გაფართოებას. პროგრამაში ჩართულ პროფესორთა ინტერესები მოიცავს კრიტიკულ მიდგომებს თანამედროვე ანთროპოლოგიისადმი და მას აკავშირებს ფილოსოფიასთან, ეთიკასთან, პოლიტიკასთან, სემიოტიკასთან, ესთეტიკასთან, ეკოლოგიასთან, მეცნიერებასა და ტექნოლოგიასთან, ასევე აფექტის თეორიასთან, ურბანულ, ვიზუალურ და ჟღერადობის კვლევებთან. პროგრამა დოქტორანტს საშუალებას აძლევს მოიპოვოს ორმაგი ხარისხი კოტუტელის (თანახელმძღვანელობის) ფორმატის ფარგლებში და მიიღოს საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს რჩევები კვლევის განვითარების პროცესში.
კვლევითი სამუშაოს დაფინანსების ფონდი სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტისა და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის თანამშრომლობით შეიქმნა. მისი მიზანია პროგრამაში ჩართული დოქტორანტებისა და პროფესორებისთვის საველე კვლევის ან საარქივო სამოშაოს, თუ სხვა აკადემიურ აქტივობებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება.