Search

საქართველოს რესპუბლიკები

საქართველოსა და კავკასიის ტერიტორია ოდითგანვე გამოირჩეოდა პოლიტიკურ ფორმაციათა სიმრავლით და მათ შორის თანაარსებობისა თუ ურთიერთშერწყმის მრავალგვარი გამოცდილებით. ქართულ მონარქისტულ წყობილებას, ცარისტულ მმართველობას თუ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად არსებობას ორგზის ჩაენაცვლა დამოუკიდებელი რესპუბლიკის ფორმირების ექსპერიმენტი. ამავდროულად, “რესპუბლიკის“ გაგება ქართულ კონტექსტში არ ამოიწურება მხოლოდ 1918-1921 წლების თუ დღევანდელი პოსტსაბჭოთა ეროვნული სახელმწიფოთი. არსებობს ცენტრალისტური ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოდელისგან განსხვავებული ე.წ. “გურიის რესპუბლიკის“ და სხვა მსგავსი, ქვემოდან წამოსული პოლიტიკური თვითორგანიზების გამოცდილებები, განსაკუთრებით გეოგრაფიულ პერიფერიებში თუ რევოლუციურ და “არეულობის“ პერიოდებში. ინსტიტუტის კვლევითი ბირთვი “საქართველოს რესპუბლიკები“ ეძიება ერი-სახელმწიფოს მშენებლობაში რა წილი უდევს ნაირგვარ რევოლუციასა და რეფორმას; რანაირი დატვირთვები ენიჭება “ხალხს“, როგორც პოლიტიკური ერთობის დამფუძნებელ კატეგორიას; პოლიტიკური თანაცხოვრების ფორმების რა რეგიონული ვარიაციები არსებობს; როგორ იწრთობა პოლიტიკურობის ლეგიტიმური ფორმები ცენტრსა და პერიფერიებს შორის დაძაბულობაში; რა ჭიდილები არსებობს ოფიციალურ პოლიტიკურ წრეებსა და სუბალტერნულ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის.

სახალხო სასამართლო “გურიის რესპუბლიკაში“. სურათის წყარო: Luigi Villari, Fire and Sword in the Caucasus, 1906 Popular Tribunal in the "Gurian Republic". Image source: Luigi Villari, Fire and Sword in the Caucasus, 1906