10 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ გიორგი ღვინჯილიას წიგნს, სახელწოდებით “1905 წლის რევოლუცია ბათუმში და ქართველი მუსლიმები”. სემინარზე გიორგი ისაუბრებს ქართველი მუსლიმების იდენტობის ჩამოყალიბებაზე.
მოხსენების აღწერა:
მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართული საზოგადოება ეროვნული მობილიზაციის ფორმას და შინაარსს ეძებდა. ამ ფორმის განსაზღვრას სხვადასხვა იდეოლოგიური მიმართულებების მქონე პარტიები ცდილობდნენ. განსაკუთრებულ ინტერესს აჭარელთა საკითხი იწვევდა. მათი საერთო იდენტობის ქვეშ გაერთიანება უამრავ სირთულეს აწყდებოდა – ოსმალური პროპაგანდა მუსლიმებს ქრისტიანებთან დაახლოებას უკრძალავდა, ხოლო რუსეთის იმპერიისათვის ისინი ქართველებად არ მიიჩნეოდნენ. სწორედ ამ დროს გაჩნდნენ ინტელიგენციის პირველი ჯგუფები, რომლებიც საკუთარ თავს “ქართველ მუსლიმებად” მოიხსენიებდნენ და მუსლიმების საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩართვას ცდილობდნენ.
მომხსენებლის შესახებ:
გიორგი ღვინჯილია პოლიტიკის ანთროპოლოგია. იგი არის წიგნის ავტორი “1905 წლის რევოლუცია ბათუმში და ქართველი მუსლიმები”, რომელიც 2024 წელს გამოსცა გამომცემლობა არტანუჯმა.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.