Search

წიგნის პრეზენტაცია: “პირველი სოციალური დემოკრატია: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წლებში” / სტივენ ჯონსი

14 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ბარ „ანტენაში“, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება სტივენ ჯონსის წიგნის „პირველი სოციალური დემოკრატია: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წლებში“ პრეზენტაცია. წიგნი 2026 წელს გამოქვეყნდა, ჰარვარდის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.

პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ: წიგნის ავტორი სტივენ ჯონსი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბექა კობახიძე. პრეზენტაციას მოდერირებას გაუწევს სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლუკა ნახუცრიშვილი.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 14 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ბარი „ანტენა“, კონსტიტუციის ქ. 57, თბილისი.

დასწრება თავისუფალია.

სიახლეები