4 ივლისს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკოლოზ ალექსიძის წიგნს, სახელწოდებით “სიწმინდე, გენდერი და ძალაუფლება შუა საუკუნეების ამიერკავკასიაში”.
მოხსენების აღწერა:
წიგნი (ორიგ. სათაური “Sanctity, Gender and Authority in Medieval Caucasia”) 2024 წელს გამოიცა ედინბურგის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ. იგი განიხილავს გვიანანტიკურ, შუასაუკუნეების და ნაწილობრივ თანამედროვე ამიერკავკასიაში წმინდანთა კულტისა და პოლიტიკური რიტორიკის ურთიერთმიმართებას. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება წმინდანთა და მათი სხეულების გენდერის პრობლემაზე და იმაზე, თუ როგორ ხდებოდა გენდერის პოლიტიზაცია შუა საუკუნეების პოლიტიკურ აზროვნებაში. ამავდროულად, განხილულია გენდერისა და წმინდანთა კულტის საკითხი რუსულ იმპერიულ დისკურსში კავკასიასთან მიმართებით და ამ დისკურსის როლი თანამედროვე პოლიტიკურ რიტორიკაში.
მომხსენებლის შესახებ:
ნიკოლოზ ალექსიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რელიგიისა და პოლიტიკური აზრის ისტორიის პროფესორი და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის დეკანია. 2014-2018 წლებში იგი იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასოცირებული მკლევარი. ნიკოლოზი 2009-2013 წლებში სადოქტორო თეზისზე მუშაობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში, აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებით (პემბროკ კოლეჯი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი). 2008-2009 წლებში კი სწავლობდა მედიევისტიკის მაგისტრატუარზე, ცენტრალურ ევროპულ უნივერსიტეტში, რელიგიისმცოდნეობის სპეციალიზაციით. 2008 წელს მან მიიღო ბაკალავრის დიპლომი, კლასიკური ფილოლოგიის განხრით. განსახილველი წიგნის გარდა, ნიკოლოზი ორი მონოგრაფიის ავტორია: Georgia: A Cultural Journey Through the Wardrop Collection (Oxford, 2018), The Narrative of the Caucasian Schism: Memory and Forgetting in Medieval Caucasia (Leuven, 2018).
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://shorturl.at/nmZ8F