Search

კოლოკვიუმი: მეზღვაური ერის შექმნა? ბათუმი, საბჭოთა საქართველო და საბჭოთა გლობალური სავაჭრო ფლოტის აღზევება / ჰელენა ჰოლცბერგერი

14 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ ისტორიკოს ჰელენა ჰოცბერგერის კვლევით პროექტს “მეზღვაური ერის შექმნა? ბათუმი, საბჭოთა საქართველო და საბჭოთა გლობალური სავაჭრო ფლოტის აღზევება”.

მოხსენების შესახებ:

საბჭოთა საოკეანო ფლოტის ზრდის პერიოდში, სანაპირო რესპუბლიკებმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა. 1960-იანი წლების ბოლოს თითქმის ყველა ასეთ რესპუბლიკას საკუთარი საოკეანო ფლოტი გაუჩნდა, მათ შორის საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკასაც, 1967 წელს. ბათუმი გახდა ქართული ფლოტის ცენტრი მას შემდეგ, რაც იგი იყო შავი ზღვის პორტი ოდესის დაქვემდებარებაში, 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამას მოჰყვა სხვა საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებაც, ისევე როგორც საქართველოს გემებისა და მეზღვაურების წარმომადგენლობის გაფართოვება მთელ საბჭოთა კავშირში.

საკუთარი ფლოტის არსებობამ საქართველოს არა მარტო ახალი მნიშვნელობა შესძინა, როგორც საზღვაო რესპუბლიკას, არამედ ქართველი მეზღვაურების დიდი ნაწილი პირველად დაუკავშირდა მსოფლიოს. საქართველოში საბჭოთა ფლოტის შესწავლა, ერთი მხრივ, გლობალური საბჭოთა ისტორიის დეცენტრალიზებული ნარატივის შექმნის საშუალებას იძლევა, ეჭვქვეშ აყენებს რა მის აღქმას, როგორც რუსეთის ისტორიას. მეორე მხრივ, ქართული სავაჭრო ფლოტის მარშრუტების და პირობების ანალიზი, რომლებსაც მეზღვაურები მსოფლიოს სხვადასხვა პორტებში გადააწყდნენ , ახალ წარმოდგენებს ქმნის ცივი ომის დროინდელი საზღვაო სივრცის განლაგებასა და ჩახლართულობაზე.

მომხსენებლის შესახებ:

დოქტორი ჰელენა ჰოლცბერგერი არის ასისტენტ პროფესორი (Akademische Rätin a.Z.) მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის რუსეთის და აზიის შემსწავლელ კათედრაზე. იგი იკვლევს გვიან რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირს, განსაკუთრებით კულტურულ, სოციალურ, ვიზუალურ და საზღვაო ისტორიას. ჰელენამ 2020 წელს დაიცვა დისერტაცია ორიენტალიზმსა და ფოტოგრაფიის ისტორიაზე მეფის/საბჭოთა ცენტრალურ აზიაში, რომელიც მალე წიგნად გამოიცემა. მისი ამჟამინდელი კვლევის თემაა საბჭოთა სავაჭრო ფლოტის აღმოცენება, საქართველოს რესპუბლიკაზე აქცენტით.

ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

სამუშაო ენაა ინგლისური.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე