Search

აკადემიური იდენტობების ტრანსფორმაცია, გაორება და დეკოლონიური შესაძლებლობა / ქეთი ცოტნიაშვილი

13 ივნისს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორის, ქეთი ცოტნიაშვილის კვლევას, სახელწოდებით “აკადემიური იდენტობების ტრანსფორმაცია, გაორება და დეკოლონიური შესაძლებლობა”.

მოხსენების აღწერა:

კვლევის მიზანია აკადემიური იდენტობებისა და ცხოვრების ტრანსფორმაციის კომპლექსურობის შესწავლა საქართველოში. ის ხაზს უსვამს საბჭოთადან პოსტ-საბჭოთა დროსა და სივრცეში გადასვლის მრავლობით, არაწრფივ, კონფლიქტურ და პარადოქსულ ტრაექტორიებს. დეკოლონიური და პოსტ-სოციალისტური თეორიული პერსპექტივების გათვალისწინებით, კვლევის მთავარი ფოკუსი ქართველი პროფესორების მოგონებები, ცხოვრებისეულ-აკადემიური გამოცდილებებია, და ასევე მათი წარმოდგენა მომავალის შესახებ. Მოხსენება სადისერტაციო კვლევის ნაწილია, რომელიც ნარატიული-ეთნოგრაფიულ მეთოდოლოგიას ეფუძნება. ის წარმოაჩენს ქცევების, ურთიერთობების, დამოკიდებულებების გაორებას ქართულ აკადემიურ სივრცეში, რომელიც ერთის მხრივ გადარჩენის შესაძლებლობად განიხილება. Მეორეს მხრივ, კი ასეთი ქცევა, ასუსტებს წინააღმდეგობის უნარს და აქრობს მომავალზე წარმოდგენას. 

მომხსენებლის შესახებ:

ქეთი ცოტნიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის  ასოცირებული პროფესორია. Მან 2023 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლების პოლიტიკის მიმართულებით. 2024 წელს მიიღო შედარებითი და საერთაშორისო განათლების საზოგადოების (CIES) ევრაზიის ჯგუფის საუკეთესო დისერტაციის ჯილდო. ქეთის კვლევითი ინტერესები მოიცავს შემდეგ საკითხებს: აკადემიური იდენტობები და აკადემიური პროფესია, უმაღლესი განათლების პოლიტიკის ცვლილება, პოსტ-სოციალისტური ტრანსფორმაციის, დეკოლონიალურ და პოსტ-კოლონიალურ თეორიებთან თანაკვეთა, კოლექტიური მეხსიერების, ნარატივების და ბიოგრაფიების კვლევა.   

ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://shorturl.at/8oYTR

წყარო: ქეთი ცოტნიაშვილის ფოტო.