9 მაისს, საღამოს 7 საათზე, ონლაინ რეჟიმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმის მორიგი შეხვედრა. სემინარს წარუძღვება კარლტონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფ საჰადეო, მოხსენებით “მდინარე თავის თავს მიხედავს? ეკონომიკა, გარემო და ყოველდღიურობა გვიან საბჭოთა საქართველოში”.
მოხსენების აღწერა:
მდინარეები ქმნიან საქართველოს ეკონომიკურ ხერხემალს. საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე, ჰიდროელექტროენერგიას და მდინარიდან ამოღებულ ხრეშს, ირიგაციასთან და თევზაობასთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ქვეყნის განვითარებაში. მდინარეები ასევე ასრულებდნენ ფუნდამენტურ როლს სასმელი წყლის მიწოდების და ნარჩენების მოშორების მხრივ.
საბჭოთა კვაშირის ბოლო ათწლეულებმა ქართველები მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დააყენა მათ უმდიდრეს ბუნებრივ რესურსთან მიმართებაში. მზარდი გარემოსდაცვითი ცნობიერების, და ურბანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკის უფრო მკაფიო შედეგების ფონზე, მდინარეები იქცა ცენტრალურ და მრავალშრიან დაპირისპირების ველად. თბილისში ძლიერდებოდა განხილვები მდინარის როლის გარშემო, ენერგეტიკის, ურბანიზაციისა და საკვების მიწოდებაში. მდინარისპირას მცხოვრები მოსახლეობა კი მდინარეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდა რეკრეაციისთვის და მისგან ეკონომიკურ სარგებელსაც იღებდა, ბუნებრივი და ანთროპოგენური ცვლილებების ზემოქმედების გაცნობიერების და მათი სახელმწიფოსთან ურთიერთობის გააზრების ფონზე. გარემოსდამცველების, მეცნიერების და მდინარისპირა მცხოვრები ადამიანების ცოდნამ, იდენტობამ და პოზიციონირებამ ჩამოაყალიბა რესპუბლიკის ლანდშაფტი, როგორც გაფანტული ძალაუფლებრივი ველი საქართველოში, „გლასნოსტის” პერიოდამდე.
მომხსენებლის შესახებ:
ჯეფ საჰადეო არის პროფესორი ევროპის, რუსეთის და ევრაზიის შესწავლის ინსტიტუტში, კარლტონის უნივერსიტეტში. იგი არის ავტორი მონოგრაფიისა “Voices from the Soviet Edge: Southern Migrants in Leningrad and Moscow” (კორნელის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2019) და “Russian Colonial Society in Tashkent, 1865-1923” (ინდიანას უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2007). ის ასევე გახლავთ თანარედაქტორი კრებულის “Everyday Life in Central Asia” (ინდიანას უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2007). ჯეფ საჰადეოს სტატიები გამოქვეყნებულია შემდეგ ჟურნალებში: Journal of Modern History, Slavic Review, Kritika და სხვა. მისი მიმდინარე კვლევა სწავლობს თანაკვეთას მდინარეებსა და საზოგადოებას შორის ცარისტულ და საბჭოთა საქართველოში.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
სამუშაო ენაა ინგლისური.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://shorturl.at/lqIM3

წყარო: ჯეფ საჰადეოს პირადი კოლექციიდან.