Search

კოლოკვიუმი: გეოგრაფია, ინფრასტრუქტურა და დარიალის ხეობის ხიდები, 1769-1917 /ტაისონ სადლერი

7 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ ისტორიკოს ტაისონ სადლერის კვლევით პროექტს „გეოგრაფია, ინფრასტრუქტურა და დარიალის ხეობის ხიდები 1769-1917 წლებში“

მოხსენების შესახებ:

ინფრასტრუქტურები ნაშენები ქსელებია, რომლებიც ხელს უწყობს საქონლის, ადამიანების და იდეების გადაადგილებას და ქმნის მათი გაცვლის შესაძლებლობას. როგორც ფიზიკური ფორმები, ისინი განსაზღვრავენ ქსელის ბუნებას, მისი მოძრაობის სიჩქარესა და მიმართულებას, მის ტემპორალობებსა და მოშლის მიმართ მოწყვლადობას (Larkin 2013). მოხსენება სწორედ ამ უკანასკნელ ასპექტზე გაამახვილებს ყურადღებას – ქსელების მოშლასა და მათ მიმართებაზე ტექნოლოგიურ წინსვლასთან. უფრო კონკრკეტულად, მოხსენება შეეხება რუსეთის მიერ ხიდების მშენებლობას თერგზე, დარიალის ხეობაში 1769 წლიდან 1917 წლამდე, ყოველწლიური წყალდიდობის მიერ მათ რეგულარულ განადგურებას და იმ ტექნოლოგიურ წინსვლას, რასაც ასეთი დესტრუქცია განაპირობებდა.

მომხსენებლის შესახებ:

ტაისონ სადლერი არის კოლუმბიის უნივერსიტეტის დოქტორანტი ისტორიის მიმართულებით. მისი დისერტაცია შეისწავლის საქართველოს სამხედრო გზას რუსეთის მმართველობის დროს. ტაისონი იკვლევს ბუნებრივ გარემოსა და ინფრასტრუქტურას შორის ურთიერთობას იმპერიის მშენებლობის პროცესში.

ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

სამუშაო ენაა ინგლისური.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

ივან აივაზოვსკი, დარიალის ხეობა მთვარის შუქზე, 1868

სიახლეები

კოლოკვიუმი: რურალური სამყაროების ხელახალი წარმოსახვა: გარემოს ცვლილების ურთიერთდაკავშირებული მატერიალობები გვიან რუსეთის იმპერიაში / ჯენიფერ კიტინგი, ანტონი პორაისკი-პომსტა, სოჰი რიუკი