For English follow this link.
5 აპრილს, 18:30 საათზე, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ რეგულარული კოლოკვიუმის მორიგ შეხვედრაზე, რომელიც უმასპინძლებს ისტორიკოს სარა სლაის. სარა წარგვიდგენს კემბრიჯის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე მის მიერ ახლახანს წარმატებით დასრულებულ სადოქტორო კვლევას კავკასიის შესახებ რუსეთის რევოლუციის, სამოქალაქო ომისა და დამოუკიდებელი რესპუბლიკების პერიოდში. მისი კვლევა სვამს შეკითხვას, რომელიც ასევე მისი მოხსენების სათაურია: რამდენად მუშაობს რეგიონული ჩარჩო 1917-1921 წლების კავკასიისთვის?
აღწერა:
სარას დისერტაცია იძლევა რეგიონულ ჩარჩოს 1917-1921 წლებში კავკასიაში მიმდინარე მოვლენათა შესაფასებლად და იმის საჩვენებლად, თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს ის განსხვავებული გამოცდილებები, რაც იმხანად მიიღო სხვადასხვა ეროვნულმა ჯგუფმა. კვლევა აგრეთვე წარმოაჩენს მრავალ კამათს, რომლებიც იმ წლებში მიმდინარეობდა იმის თაობაზე, თუ რა სახის სახელმწიფო მოწყობა მიესადაგებოდა ყველაზე უკეთ კავკასიის ერებსა და ხალხებს პოსტ-იმპერიულ წესრიგში – და ნიშანდობლივია, რომ დიდწილად, იმ დროის ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ფიგურების წარმოსახვაში წამყვანი ადგილი სწორედ რეგიონულ სტრუქტურებს ეკავა. მიუხედავად ამისა, სკეპტიკოსები დღესაც ეჭვობენ, საერთოდ არსებობდა თუ არა მაშინ რაიმე რეგიონული პერსპექტივა, რომელიც განხილვის ღირსი იქნებოდა.
ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე.
რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე.
