Search

კოლოკვიუმი: მცირე ერად ყოფნასთან გამკლავება ჰაბსბურგის ბოჰემიაში, ოსმალეთის ალბანეთსა და ცარისტულ საქართველოში / ადრიან ბრისკუ

For English follow this link.

22 მარტს, საღამოს 7 საათზე, ონლაინ რეჟიმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმის მორიგი შეხვედრა. სემინარს წარუძღვება პრაღის კარლის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ადრიან ბრისკუ, მოხსენებით “მცირე ერად ყოფნასთან გამკლავება ჰაბსბურგის ბოჰემიაში, ოსმალეთის ალბანეთსა და ცარისტულ საქართველოში გვიანი XIX საუკუნიდან ადრეულ XX საუკუნემდე“.

მოხსენების აღწერა:

მოხსენება 2022 წელს გამოქვეყნებულ კვლევას ეფუძნება, რომელიც შესულია კრებულში The Politics of Smallness in Modern Europe (Bloomsbury Academic, 2022). იგი გვიანი იმპერიული ჰაბსბურგის ბოჰემიაში, ოსმალეთის ალბანეთსა და ცარისტულ საქართველოში, ინტელექტუალების და პოლიტიკური აქტივისტების/სამთავრობო პირების დისკურსის ისტორიულ ანალიზს გვთავაზობს მცირე ერად ყოფნის შესახებ. ისტორიული ტრაექტორიებსა და პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ განვითარებაში არსებული განსხვავებების მიუხედავად, ამ სამ შემთხვევას ბევრი მსგავსებაც აერთიანებს, მცირე ერად ყოფნის დისკურსის წარმოებისა და მასთან გამკლავების სტრატეგიების კუთხით.

მომხსენებლის შესახებ:

ადრიან ბრისკუ ასოცირებული პროფესორია თანამედროვე ისტორიაში, პრაღის კარლის უნივერსიტეტში და შედარებით ისტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი არის მრავალი სამეცნიერო სტატიისა და ორი წიგნის ავტორი: Bittersweet Europe: Albanian and Georgian Discourses on Europe, 1878–2008 (Berghahn Books, 2013), Political Reform in the Ottoman and Russian Empires: A Comparative Approach (Bloomsbury Academic, 2017). ის ასევე გახლავთ შემდეგი კრებულების რედაქტორი და თანარედაქტორი: Sto let česko(slovensko)-albánských vztahů: vzájemné sympatie a rostoucí interakce (Karolinum, 2022), The Transcaucasian Democratic Federative Republic of 1918: Federal Aspirations, Geopolitics and National Projects (Routledge, 2021, co-edited with Timothy K. Blauvelt).

ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე.

რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3mNEH8S

პოლიტიკური კარიკატურა სატირული გაზეთიდან ეშმაკის მათრახი, 7 დეკემბერი 1919: კარლო ჩხეიძე და ირაკლი წერეთელი ვერსალის სამშვიდობო კონფერენციაზე. უშველებელი სფინქსი დიდი სახელმწიფოების სიმბოლოა.