Search

ევროკავშირის კვლევითი სტიპენდია ინსტიტუტის ორი წევრისთვის

ჩვენი ინსტიტუტის ორმა წევრმა, ია ერაძემ და ლუკა ნახუცრიშვილმა, მოიპოვა სტიპენდია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში.

ამ სტიპენდიით ია ეწვევა დუბლინის ტრინიტი კოლეჯსა და მაქს პლანკის ცენტრს პარიზის Science Po-ში, ხოლო ლუკა იმუშავებს ლაიფციგის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტში. ორივეს საკვლევი თემა უტრიალებს საქართველოში ბოლო წლებში წამოჭრილ კრიპტომაინინგის პრობლემას სახელმწიფო სუვერენულობის ჭრილში. სახელმწიფო სუვერენულობის კრიზისს ია კრიპტოვალუტასა და არავირტუალურ ეროვნულ ვალუტას შორის დაძაბულობის კონტექსტში გაანალიზებს, ხოლო ლუკა გამოიკვლევს სახელმწიფოსა და ადათობრივ სამართალს შორის მიმართებას სვანეთში კრიპტომაინინგით განპირობებული ენერგეტიკული და საზოგადოებრივი კრიზისის პირობებში.