მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ გამომცემლობამ Routledge გამოსცა ჩვენი ინსტიტუტის მკლევარ-თანამშრომლის, ია ერაძის წიგნი პოსტ-საბჭოთა საქართველოს ფინანსური სისტემის დოლარიზაციაზე. ნაშრომი კრიტიკულად განიხილავს ეროვნული ვალუტის მქონე ქვეყნებში უცხოური ვალუტის დომინირების საფუძვლებს, განზომილებებსა და იმპლიკაციებს. მონოგრაფია საქართველოში დოლარიზაციის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ანალიზს იძლევა და ორგანიზებულია სამი წამყვანი თემის გარშემო: დოლარიზაციის გენეზისი (1991-2003), დოლარიზაციის დაჟინებული განგრძობადობა (2003-2012) და დოლარიზაციის საკითხის პოლიტიზაცია (2012-2019). საქართველოს მაგალითს ია ერაძე განიხილავს როგორც განსაკუთრებით სანიმუშოს პოსტსოციალისტური ტრანზიციის ქვეყნებისათვის, რამდენადაც დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი მნიშვნელოვნლად აფერხებს ეკონომიკურ ზრდას, მაკროეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას, ქმედით მონეტარულ პოლიტიკას, ისევე როგორც სოციალურ კეთილდღეობას.
