გაცნობებთ, რომ მიმდინარე სემესტრში ჩვენს ინსტიტუტთან აფილირებული ორი, თავისი დარგის წამყვანი მკვლევარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულების მაგისტრანტებს სთავაზობს შემდეგ ინგლისურენოვან სავალდებულო-არჩევით კურსებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ანთროპოლოგი ფლორიან მიულფრიდი პოლიტიკის მეცნიერებისა და სოციოლოგიის აქტუალურ საკითხებზე კითხულობს ორ კურსს:
– “მოქალაქეობა ქვემოდან პოსტსაბჭოთა საზოგადოებებში“, პარასკევი, 17 საათი, D206
– “ნდობა და უნდობლობა სოციალურ მეცნიერებებში“, პარასკევი, 19 საათი, D301
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის DAAD-ის მოწვეული პროფესორი, რელიგიათმცოდნე მარტინ ტრემლი კითხულობს შემდეგ სამ კურსს კულტურის, რელიგიისა და ლიტერატურის კვლევების კლასიკურ ავტორებზე:
– “კულტურის თეორიები: შეშლილობის კულტურები“, ორშაბათი, 17 საათი, D402, ღიაა ფილოსოფიისა და პოლიტიკის მეცნიერებების მაგისტრანტებისთვის
– “რელიგიის კულტურა. აბი ვარბურგი და სურათ-ხატი“, სამშაბათი, 17 საათი, D303, ღიაა პოლიტიკის მეცნიერებების, ფილოსოფიისა და რელიგიის კვლევების მაგისტრანტებისთვის
– “კულტურის კვლევა: ვალტერ ბენიამინი და ერიხ აუერბახი“, ოთხშაბათი, D402, 17 საათი, ღიაა ფილოსოფიისა და ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრანტებისთვის