Menu

ჰელენე ჰიორნი-იუნგის წიგნის პრეზენტაცია: „მარიამი. ქალისიერის ხატი“

ოთხშაბათს, 17 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ აოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ ჰელენე ჰიორნი-იუნგის წიგნის პრეზენტაციაზე. წიგნი, სახელწოდებით, „მარიამი. ქალისიერის ხატი“ ითარგმნა და გამოიცა საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის ფარგლებში. პრეზენტაციას წარუძღვებიან წიგნის სამეცნიერო რედაქტორი, ამავე ასოციაციის პრეზიდენტი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რეზო კორინთელი და წიგნის მთარგმნელი, ფსიქოლოგიის მიმართულების დოქტორანტი, ნინო სირაძე.

ლექცია ჩატარდება შეხვედრების სერიის „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ ფარგლებში.

ჰელენე ჰორნი-იუნგი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის – კარლ გუსტავ იუნგის ქალიშვილი, თავის ნაშრომში განიხილავს აღმოსავლური მართლმადიდებლური ხატების ნიმუშებს, რომლებიც ქრონოლოგიურად გასდევს ღვთისმშობლის ცხოვრებას. ავტორი ხატების სიმბოლურ მნიშვნელობას კ. გ. იუნგის ანალიტიკურ ფსიქოლოგიაზე დაყრდნობით ხსნის.

ჰელენე ჰიორნი-იუნგი ხატებში პირველსახეებს, სულიერ პირველფორმებს, ადამიანურისა და ღვთაებრივის ანარეკლს, პიროვნული სრულქმნის მოდელს ხედავს. ღვთისმშობლის ხატების სულიერ-ფსიქოლოგიური შინაარსის წვდომა საკუთარ თავში ქალისიერის გახსნას, პიროვნებად ჩამოყალიბებას ნიშნავს.

პრეზენტაციაზე დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, წიგნი ფასდაკლებით შეიძინონ (25 ლარად, ნაცვლად 32 ლარისა).

დრო: 17 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“.

დასწრება თავისუფალია