Menu

საჯარო ლექცია: „პრივატულობა, პოლიტიკური აგენტობა და თვით-ის კონსტრუქციები დისიდენტთა ტექსტებში“

 

 

 

 

 

25 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება პროფ. მირია ლეკეს (ბოხუმი, გერმანია) საჯარო ლექცია: „პრივატულობა, პოლიტიკური აგენტობა და თვით-ის კონსტრუქციები დისიდენტთა ტექსტებში (სოლჟენიცინი, ვატი, ბირმანი)“.

მომხსენებელი განიხილავს იმ ლიტერატურულ ხერხებს, რომელთაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა სოციალისტური ქვეყნის დისიდენტები მიმართავდნენ თავიანთი თვით-ის კონსტრუირებისათვის, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ზედამხედველობის პრაქტიკების გათვალისწინებით.

მომხსენებლის შესახებ

ბოხუმის რურის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი მირია ლეკე 2019 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის მხარდაჭერით სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის სტუმარია (სამეცნიერო მასპინძელი: ლუკა ნახუცრიშვილი). სლავისტი მირია ლეკე უმთავრესად იკვლევს პოლონურ და რუსულ ლიტერატურას. თბილისში მუშაობს პროექტზე, რომელიც იკვლევს, თუ როგორ განვითარდა და გაეყარა ერთმანეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სხვადასხვა საბჭოთა ეროვნული ლიტერატურა. ლეკეს ერთ-ერთი საკვანძო საკვლევი შეკითხვაა, რა გავლენას ახდენს მოძმე ხალხთა მრავალენოვან ლიტერატურად მოაზრებული საბჭოთა ლიტერატურის გაგება და პრაქტიკა ახალი, პოსტსაბჭოთა ლიტერატურული ლანდშაფტის ჩამოყალიბებაზე.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 25 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: აუდიტორია A 101 (ი. ჭავჭავაძის  გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.