Menu

ფილოსოფოს ჯონ ჰილის საჯარო ლექცია: “ტრავმა, ტრანსფერი და ტრანსფორმაცია”

28 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, შეხვედრების სერიის -„ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ – ფარგლებში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ დოქტორი ჯონ ჰილის საჯარო ლექციაზე: „ტრავმა, ტრანსფერი და ტრანსფორმაცია“.

ფილოსოფიის დოქტორმა, ფსიქოანალიტიკოსმა და პედაგოგმა, ჯონ ჰილმა, ხარისხი ფილოსოფიაში დუბლინისა და აშშ-ის კათოლიკურ უნივერსიტეტებში მოიპოვა. მან ასევე დაამთავრა ციურიხის კ.გ. იუნგის ინსტიტუტი. ის მოქმედი ტრენინგ-ანალიტიკოსია. ციურიხში ჯონ ჰილს გამოქვეყნებული აქვს შრომები კელტურ მითზე, ჯეიმს ჯოისზე, ქრისტიანულ მისტიციზმზე, იუნგის ასოციაციურ ექსპერიმენტზე, სიზმრებზე და სხვ.

ლექციაზე გელით მათ, ვინც დაინტერესებულია სიღრმის ფსიქოლოგიით, განსაკუთრებით კი, ურთიერთობით, რომელიც ვითარდება ანალიტიკურ პროცესში ღრმა ტრანსფერის დროს.

დრო: 28 ნოემბერი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“

დასწრება თავისუფალია.