Search

კოლოკვიუმი: პერიფერიული მოდერნულობები: იმპერიული ურბანიზმი გვიანი რუსეთის იმერიის სამ სასაზღვრო სივრცეში / კაი ვილმსი

2 აპრილს, 19 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ კაი ვილმსის კვლევას: “პერიფერიული მოდერნულობები: იმპერიული ურბანიზმი გვიანი რუსეთის იმერიის სამ სასაზღვრო სივრცეში“.

აბსტრაქტი: 

მოხსენება წარმოადგენს მიმდინარე შედარებით კვლევას ურბანული განვითარების შესახებ გვიანი რუსეთის იმპერიის სამ განსხვავებულ პერიფერიულ რეგიონში, კერძოდ ვილნიუსში, თბილისსა და ტაშკენტში. უახლეს ისტორიოგრაფიულ ძვრებზე დაყრდნობით – რომლებიც იმპერიული ცენტრებიდან მრავალეთნიკურ პერიფერიებზე და კულტურული ისტორიიდან სივრცულ და ინფრასტრუქტურულ ისტორიაზე გადანაცვლებას გულისხმობს – კვლევა მიზნად ისახავს, გადალახოს ერთეული შემთხვევების ანალიზი და ერთმანეთს შეადაროს, როგორ ახდენდა იმპერია საკუთარი თავის რეპრეზენტაციას უმეტესად არარუსულ ქალაქებში და იმავდროულად რა გამოწვევების წინაშე აყენებდა  ურბანული განვითარება იმპერიულ მმართველობას. პროექტი იკვლევს როგორც სახელმწიფოს მიერ წარმართულ პოლიტიკებს, ისე ადგილობრივი აქტორების როლს და მათ განიხილავს სამ განზომილებაში: სოციალურ-სივრცითი განვითარება; ბიოპოლიტიკა, განსაკუთრებით სამედიცინო პოლიტიკები; და ურბანული საჯარო სივრცე.

ურბანული ჯანდაცვის ისტორიის შესახებ კვლევის წინასწარ შედეგებზე ფოკუსირებით, ნაშრომი ხაზს უსვამს, რა მნიშვნელოვანი განსხვავებებით აისახა „მოდერნიზაციის“ დისკურსები და პრაქტიკები იმპერიულ ადმინისტრაციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ურთიერთობაზე. ეს განსხვავებები ასახავს კოლონიურობის განსხვავებულ დონეებს იმპერიის ევროპულ და აზიურ პერიფერიებში.

მომხსენებლის შესახებ:

კაი ვილმსი არის პოსტდოქტორანტი ბაზელის უნივერსიტეტის აღმოსავლეთევროპული ისტორიის კათედრაზე. მას აქვს ბაკალავრის დიპლომი ფრაიბურგის უნივერსიტეტიდან, მაგისტრის წოდება ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტიდან და სადოქტორო ხარისხი მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტიდან. ის ასევე იყო გაცვლითი სტუდენტი ვარშავის უნივერსიტეტში და მიწვეული სადოქტორო მკვლევარი კოლუმბიის უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტში. მისმა სადოქტორო დისერტაციამ პოლონელი ემიგრანტი მეცნიერების როლის შესახებ ცივი ომის დროინდელ ამერიკაში აღმოსავლეთ ევროპის კვლევების განვითარებაში მრავალი ჯიდლო დაიმსახურა, მათ შორის 2024 წელს გერმანიაში პოლონეთის ელჩის სამეცნიერო ჯილდო. 2026 წლის შემოდგომაზე კაი ვილმსი თბილისში იქნება მოწვეულ მკვლევრად მაქს ვებერის ფონდის ქართულ ოფისში.  

ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. სემინარის სამუშაო ენაა ინგლისური.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

თბილისის საქალაქო სამმართველო XIX საუკუნეში. ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი