Menu

დოქტორ ნორმან აჯარის საჯარო ლექცია – „ფსიქოანალიზი ჰოლოკოსტის შემდეგ: ინსტიტუციონალური ფსიქოთერაპია“

18 თებერვალს 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, შეხვედრების სერიის – „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ – ფარგლებში, ფილოსოფიის დოქტორი, ნორმან აჯარი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – „ფსიქოანალიზი ჰოლოკოსტის შემდეგ: ინსტიტუციონალური ფსიქოთერაპია “.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რამდენიმე ფსიქიატრმა და ფსიქოანალიტიკოსმა, რომლებსაც ციხეში ან საკონცენტრაციო ბანაკში მოუხდათ ყოფნა, შემჩნევა დაიწყეს მსგავსებებისა, რომლებიც ერთმანეთთან აახლოებდა, ერთი მხრივ, ამგვარ გამომწყვდევასა და, მეორე მხრივ, იმ სათავშესაფრო ინსტიტუციებს, რომლებშიც თავად მუშაობდნენ. მათ მიზნად დაისახეს, პათოგენური ელემენტები ამოეცნოთ როგორც დაწესებულებაში, ისე ფსიქიატრიული მკურნალობის წესებში, რათა ამ უკანასკნელთა გარდაქმნა მოეხდინათ. ნებიდან იმისა, რომ თავად მიმღები ინსტიტუციის „ფსიქოანალიზი“ ეტვირთათ, რათა ის პაციენტებთან მიმართებაში ნაკლებად ძალადობრივი გამხდარიყო, ამოიზარდა ის, რასაც „ინსტიტუციონალური ანალიზი“ დაერქვა.

ნორმან აჯარი მიმოიხილავს ფრანსუა ტოსკელისა და ფელიქს გატარის შრომებს და აჩვენებს, თუ როგორ გამოადგა ეს ინსტრუმენტები ფრანც ფანონს ეთნოფსიქიატრიის მონახაზის გაკეთებაში ფრანგული დომინაციის ალჟირის კონტექსტში; ასევე დასვამს საკითხს იმ მიმართების შესახებ, რომელიც თერაპიის ამ ტიპებს, სოციალურ მეცნიერებებსა და სოციალურ კრიტიკას შორის არსებობს.

დრო: 18 თებერვალი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.