Menu

სტუდენტური ვორკშოპი „ფსიქოანალიზის აქტუალობა“

20 მაისს, 12:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდება ადგილობრივი სტუდენტური ვორკშოპი: „ფსიქოანალიზის აქტუალობა“. ვორკშოპში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო პროგრამების სტუდენტები.

ვორკშოპი ეძღვნება ფსიქოანალიტიკური თეორიების კრიტიკულ გააზრებას XX და XXI საუკუნეების ფილოსოფიურ დისკურსებში, აგრეთვე, მის აქტუალობას თანამედროვე ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში.

ვორკშოპზე საგანგებო დისკუსიის თემაა: ფსიქოანალიზის გამოყენების პერსპექტივები საქართველოს აკადემიურ სივრცეში.

ვორკშოპის პროგრამა

დრო: 12:00-12:40
მომხსენებელი: პროფესორი გიორგი მაისურაძე
თემა: ვორკშოპის გახსნა, ფსიქოანალიზის აქტუალობა XXI საუკუნეში

დრო: 12:40-13:30
მომხსენებელი: სოსო ჭაუჭიძე
თემა: ალთუსერი და ფუკო: ორი შეხვედრა ფსიქოანალიზთან

13:30-14:00: შესვენება

დრო: 14:00-14:40
მომხსენებელი: მარიამ ჯორბენაძე
თემა: კაფკას ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტაციისათვის („განაჩენისა“ და „შინ დაბრუნების“ მაგალითზე)

დრო: 14:40-15:30
მომხსენებელი: გიორგი ჩუბინიძე
თემა: ლაკანიანური ფსიქოანალიზი და სექსუალური განსხვავება

დრო: 15:30-16:00
შემაჯამებელი დისკუსია: ფსიქოანალიზის გამოყენების პერსპექტივები საქართველოს აკადემიურ სივრცეში

მოდერატორი: გიგა ბრეგვაძე

ვორკშოპის დრო: 20 მაისი, 12:00-16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.