Menu

შეხვედრა პროფესორ მირია ლეკესთან

 

 

 

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ გაზაფხულის სემესტრში პროფესორი მირია ლეკე ბოხუმის რურის უნივერსიტეტიდან (გერმანია) ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის მხარდაჭერით ჩვენი ინსტიტუტის სტუმარი იქნება (სამეცნიერო მასპინძელი: ლუკა ნახუცრიშვილი). მირია ლეკე სლავისტია და უმთავრესად იკვლევს პოლონურ და რუსულ ლიტერატურას. თბილისში ის იმუშავებს პროექტზე, რომელიც შეეხება იმას, თუ როგორ განვითარდა და გაეყარა ერთმანეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სხვადასხვა საბჭოთა ეროვნული ლიტერატურა. ლეკეს ერთერთი საკვანძო საკვლევი შეკითხვაა, რა გავლენას ახდენს მოძმე ხალხთა მრავალენოვან ლიტერატურად მოაზრებული საბჭოთა ლიტერატურის გაგება და პრაქტიკა ახალი, პოსტსაბჭოთა ლიტერატურული ლანდშაფტის ჩამოყალიბებაზე.
მირია ლეკე სიხარულით ელის ქართველ კოლეგებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლას (იმეილი: mirja.lecke@rub.de, ენები: ინგლისური, გერმანული, რუსული, პოლონური).