Menu

საჯარო სემინარი: „ენა და იდეოლოგია“

6 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება საჯარო სემინარი – „ენა და იდეოლოგია“. სემინარზე საუბარი შეეხება 1920-იანი წლების საბჭოთა კავშირში გაჩენილ პირველ, მარქსისტულ ენის თეორიებს (ნიკო მარი, ვალენტინ ვოლოშინოვი) და მათ როგორც ლინგვისტურ, ასევე იდეოლოგიურ მნიშვნელობასა და კონტექსტებს.

მომხსენებლები და თემატიკა:

  • გიორგი მაისურაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: „ბავშვის ენა და ენის კლასობრივი თეორია“;
  • გიორგი ქართველიშვილი – დუისბურგის უნივერსიტეტი, გერმანია: „ვალენტინ ვოლოშინოვი: ენის ფილოსოფია და იდეოლოგიის თეორია“.

დრო: 6 აპრილი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.