Menu

საჯარო ლექცია: „ღირებულებათა მეტამორფოზები და ეიზენშტეინის „კაპიტალი“

 

 

 

4 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ელენა ვოგმანი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ღირებულებათა მეტამორფოზები და ეიზენშტეინის „კაპიტალი“.

ღონისძიების ორგანიზატორია გოეთეს ინსტიტუტი გამომცემლობა „საგასთან“ ერთად.

კარლ მარქსის „კაპიტალის“ ეიზენშტეინისეული ეკრანიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ ვერ განხორციელდა, დღემდე არ ასვენებს კინემატოგრაფისტებს, ისტორიკოსებსა და მწერლებს. მეტიც, მისი პირველი „მატერიალური“ გამოვლინება ათგვერდიანი ფრაგმენტია რეჟისორის სამუშაო ჩანაწერებიდან.

მომხსენებელი საუბრისას დაეყრდნობა „კაპიტალთან“ დაკავშირებულ ვრცელ საარქივო მასალას (500 გვერდამდე), რომელიც „დიალექტიკური მიდგომისა და სწავლის ნათელი ნიმუშია“, როგორც მას თავად ეიზენშტეინი უწოდებდა, ჩანახატებით, ამონარიდებით, დიაგრამებით სტატიების მონახაზებით, ნეგატივებით (ფილმიდან „ოქტომბერი“), შენიშვნებითა და თეორიული ნააზრევით, ასევე სხვადასხვა წყაროდან მოხმობილი ციტატებით და სხვ.

მომხსენებლის შესახებ

ელენე ვოგმანი (ბერლინი) არის ლიტერატურათმცოდნე, ავტორი და კურატორი კვლევით პროექტისა „რითმი და პროექცია“ (თავისუფალი უნივერსიტეტი, ბერლინი). მისი დისერტაცია „ეროტიკული ფიქრი. ეიზენშტეინის ექსცენტრული მეთოდი“ გამოსცა გამომცემლობა diaphanes-მა; მისი საკვლევი თემებია: ვიზუალური ფიქრი, რითმის ანთროპოლოგია, ეთნოგრაფია და დოკუმენტური პრაქტიკები; მარი რებეჩისა და ტილ გათმანთან ერთად კურირებდა გამოფენას „სერგეი ეიზენშტეინი: რითმის ანთროპოლოგია“ (Nomas Foundation, რომი); ელენე ვოგმანი ამჟამად მუშაობს მეორე წიგნზე ”Dance of Values. Eisenstein’s Capital Project”, რომელშიც ეიზენშტეინის პროექტის „კაპიტალი“ გამოუქვეყნებელ მასალას, გოეთეს მორფოლოგიის, ჯოისის ულისესა და მარქსის ღირებულების მეტამორფოზების ახლებურ ინტერპრეტაციებს იძლევა.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 4 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.