Menu

საჯარო დისკუსია “აღმოსავლეთ-დასავლეთის სამეცნიერო დიალოგი”

 

 

პარასკევს, 16 თებერვალს, 17:00 სთ-ზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ წიგნის სახლ „ლიგამუსში“ (ჭავჭავაძის გამზ. 32) ახალი გამოცემის ►საზღვრებს მიღმა: კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში◄ პრეზენტაციასა და საჯარო დისკუსიაზე

►აღმოსავლეთ – დასავლეთის სამეცნიერო დიალოგი◄

მომხსენებლები:
– ფოლკერ ვაიქსელი, ჟურნალის Osteuropa (”აღმოსავლეთ ევროპა”) რედაქტორი;
– მარინე ჩიტაშვილი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
– თამარ ცხადაძე, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
მოდერატორი: ლუკა ნახუცრიშვილი, ლიტერატურათმცოდნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული პროცესები სიღრმისეულად ნაკლებად არის შესწავლილი. სწორედ ამ მიზნით 2015 წელს გერმანულმა ინტერდისციპლინურმა აკადემიურმა ჟურნალმა Osteuropa (”აღმოსავლეთ ევროპა”), ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით, გამოსცა სამეცნიერო ალმანახი „საზღვრებს მიღმა: კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში“, რომელიც ოცდათექვსმეტ სტატიას აერთიანებს. პუბლიკაციის აქტუალურობიდან გამომდინარე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ გერმანულენოვანი კრებულიდან თარგმნა თხუთმეტი სტატია ქართულად, რომლებიც მოიცავს მკვლევარების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ინტელექტუალების ნაშრომებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის განვითარების შესახებ. სტატიების ავტორები სოციოლოგიის, ანთროპოლოგიის, ისტორიის, ეკონომიკის, პოლიტიკის, კულტურის პერპექტივიდან აანალიზებენ რეგიონის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს.

გამოცემის პრეზენტაციასთან ერთად გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: „აღმოსავლეთ – დასავლეთის სამეცნიერო დიალოგი“, სადაც მომხსენებლები ისაუბრებენ შემდეგ ძირითად საკითხებზე:
– რომელ თემებზე იმართება აკადემიური დისკუსია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის, და ევროპის ქვეყნებს შორის?
– სად არის გადაკვეთის წერტილები ევროპის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებს და სამხრეთ კავკასიის აკადემიურ სივრცეში მოღვაწე მკვლევარებს შორის?
– რა განაპირობებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის აკადემიური კვლევების სიმწირეს?
– რა ძირითადი გამოწვევები არსებობს დღესდღეობით საქართველოში სამეცნიერო სფეროს განვითარების კუთხით?

ღონისძების ენა: ქართულ-გერმანული (სინქრონული თარგმანი უზრუნვეყოფილია)

 

 

On Friday, February 16, at 5:00 pm, Heinrich-Böll-Stiftung South Caucasus invites you to the presentation of the new publication ►Borderland: Conflict and Cooperation in South Caucasus◄ and public discussion on

►East – West Scientific Dialogue◄

at @book house “Ligamus” (32 Chavchavadze Ave).

Speakers:
– Volker Weichsel, Editor of Osteuropa (Eastern Europe);
– Marine Chitashvili, Professor, Tbilisi State University;
– Tamar Tskhadadze, Philosopher, associated professor at the Ilia State University.
Moderator: Luka Nakhutsrishvili, Ilia State University.

There is a lack of in-depth analysis of the current political, socioeconomic and cultural processes in South Caucasus region. For this reason, German interdisciplinary academic journal Osteuropa (Eastern Europe), together with the South Caucasus Regional office of the Heinrich Boell Foundation, published scientific anthology Borderland: Conflict and Cooperation in South Caucasus in 2015. The publication includes thirty-six articles. Taking into account the actuality of the book, the South Caucasus Regional office of the Heinrich Boell Foundation decided to translate fifteen articles from the German edition. The Georgian publication contains academic texts written by researchers, civil society representatives and intellectuals about developments in South Caucasus region from political, economic, historical, cultural, sociological and anthropological perspectives.

Together with the presentation, public discussion will be held on the East-West Scientific Dialogue where speakers will talk about the following issues:
– What are the main topics of academic discussions between Armenia, Azerbaijan, Georgia and European countries?
– What are the main intersection points among scientists that teach at European universities and researchers working in academia in South Caucasus region?
– Why there is a lack of academic studies about South Caucasus region?
– What are the main challenges with regards to developing scientific sphere in Georgia nowadays?