Menu

პროფესორ ლუკას სოსოეს ლექცია-სემინარები

27, 28 და 29 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსში, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, პროფესორი ლუკას სოსოე ჩაატარებს 3 ლექცია-სემინარს. ლექცია-სემინარები ჩატარდება 6-კრედიტიანი საბაკალავრო სპეცკურსის – „თემი, ძალადობა, სხეული – XX საუკუნის პოლიტიკის თეორეტიკოსები“ – ფარგლებში.

თემატიკა:

  • 27 მაისი: „ზოგადი შესავალი ნიკლას ლუმანის სისტემების თეორიაში“
  • 28 მაისი: „დემოკრატიის ლუმანისეული კრიტიკა“
  • 29 მაისი: „სამართლებრივი პოზიტივიზმის მიღმა, ბუნებითი სამართლის გამოღმა“

 განრიგი:

  • 27 მაისი: 11:00-15:00, აუდიტორია G 106 (გ. წერეთლის ქ. № 1)
  • 28 მაისი: 11:00-15:00, აუდიტორია G 106 (გ. წერეთლის ქ. № 1)
  • 29 მაისი: 11:00-15:00, აუდიტორია G 106 (გ. წერეთლის ქ. № 1)

პროფ. ლუკას სოსოეს შესახებ

პროფესორი ლუკას სოსოე (Lukas Sosoe) – სამართლისა და პოლიტიკური ფილოსოფიის სპეციალისტი. 2002 წლიდან ფილოსოფიის პროფესორია ლუქსემბურგისა და მესის უნივერსიტეტებში.
1981-1982 წლებში იგი იყო ბილეფელდის უნივერსიტეტის ზოგადი სოციოლოგიის კათედრის ასისტენტი (ნიკლას ლუმანთან), ხოლო 1980-1987 წლებში მოღვაწეობდა შვეიცარიაში, ფრიბურგის უნივერსიტეტში.
1989-1991 წლებში სოსოე წარადგინეს ეთიკისა და სამართლის ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, მონრეალის უნივერსიტეტში, ხოლო 1990-1991 წლებში ტორონტოს უნივერსიტეტში ეთიკის თანამედროვე თეორიებს ასწავლიდა. 1991 წლიდან ის არის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის ტენუირებული პროფესორი ეთიკისა და სამართლის ფილოსოფიის მიმართულებით, 1993 წლიდან კი მაკჯილის უნივერსიტეტის სამართლის, მედიცინისა და ეთიკის ცენტრის პროფესორია თანამედროვე ფილოსოფიის, ეთიკისა და ბიოეთიკის განხრით. გარდა ამისა, 1993-1994 წლებში ის ასწავლიდა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში. 1994-1995 წლებში იყო ტიუბინგენის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიის ფარგლებში. პროფესორი სოსოე უძღვებოდა კურსებსა და სემინარებს კვებეკისა (1998-2002) და ლუცერნის უნივერსიტეტებში (2003-2004).

ლექცია-სემინარები ჩატარდება ფრანგულ ენაზე, თანმიმდევრული ქართული თარგმანით.