Menu

პროფ. დრ. ზიგრიდ ვაიგელის ლექცია-სემინარი ჰანა არენდტის შესახებ

12 ივნისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, პროფესორი დრ. ზიგრიდ ვაიგელი წაიკითხავს ლექცია-სემინარს ჰანა არენდტის შესახებ.
ლექცია-სემინარი ჩატარდება 6-კრედიტიანი საბაკალავრო სპეცკურსის – „თემი, ძალადობა, სხეული – XX საუკუნის პოლიტიკის თეორეტიკოსები“ – ფარგლებში და ეძღვნება ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის დაარსებას და სოცკულტსა და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრს (ZfL) შორის თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებას (ორდღიანი ღონისძიებების სრული პროგრამისათვის იხ. ბმული: http://on.fb.me/1KITwvf).

ლექციის სათაური: „ჰანა არენდტის პოლიტიკური თეორია და ადამიანის უფლებების ანალიზი“

ლექცია-სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე, თანმიმდევრული ქართული თარგმანით.

შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ ლექცია-სემინარის ვიდეოჩანაწერი არ გაკეთდება.

ბიოგრაფია:
პროფ. დრ. ზიგრიდ ვაიგელი (Sigrid Weigelhttp://bit.ly/1T0DClv) – გერმანელი ლიტერატურისმცოდნე და კულტურის მკვლევარი, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) დირექტორი.
ჰამბურგის უნივერსიტეტში 1969–1977 წლებში გერმანისტიკის, პოლიტოლოგიისა და პედაგოგიკის შესწავლის შემდეგ, ვაიგელმა ამავე უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია (1977). 1978 წელს ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები უმაღლეს სასწავლებელში გერმანული ენისა და სოციოლოგიის სწავლების ნებართვის მოპოვებისათვის. ამასთან, 1982 წლამდე იგი იყო დოცენტი ლიტერატურისმცოდნეობით სემინარზე, ჰამბურგის უნივერსიტეტში. 1986 წელს ვაიგელმა დაიცვა ჰაბილიტაცია უახლეს გერმანულ ლიტერატურასა და ხელოვნებათმცოდნეობაში, მარბურგის უნივერსიტეტში. 1984-დან 1990 წლამდე იყო პროფესორი ლიტერატურისმცოდნეობით სემინარზე, მარბურგის უნივერსიტეტში. 1990-დან 1993 წლამდე იყო ესენის კულტურის კვლევის ინსტიტუტის გამგეობის წევრი, 1992–1998 წლებში კი – პროფესორი გერმანული ენის სემინარზე, ციურიხის უნივერსიტეტში; ხოლო 1998–2000 წლებში იყო პოტსდამის აინშტაინის ფორუმის დირექტორი.
1999 წლიდან ზიგრიდ ვაიგელი არის ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) დირექტორი, ბერლინის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ცენტრების (GWZ) გამგეობის თავმჯდომარე და პროფესორი ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში. იგი იყო მოწვეული პროფესორი ბაზელში, ბერკლიში, ცინცინატიში, ჰარვარდსა და სტენფორდში. ცოტა ხნის წინ ვაიგელი წარადგინეს მოწვეულ პროფესორად პრინსტონის უნივერსიტეტში.

ბიბლიოგრაფია (არასრული):
▪ „1848 წლის ბროშურებისა და ცნობის ფურცლების მწერლობა. პოპულარული ჟანრის ისტორია და საქვეყნოობა“. შტუტგარტი 1979;
▪ „სხეულისა და ხატის სივრცე. ვალტერ ბენიამინის ხელახალი წაკითხვისათვის“. ლონდონი 1996;
▪ „ლიტერატურა, როგორც კულტურის ისტორიის წინაპირობა. მოქმედების ადგილები შექსპირიდან ბენიამინამდე“. მიუნხენი 2004;
▪ „სურათ-ხატების გრამატოლოგია“. ბერლინი 2015.

დრო:12 ივნისი, 11:00–13:00 საათი.
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია.

დასწრება თავისუფალია.