Menu

პროფესორ რეზო კორინთელის საჯარო ლექცია: „კომპლექსების შესახებ“

2 დეკემბერს 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, შეხვედრების სერიის – „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ – ფარგლებში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ პროფესორ რეზო კორინთელის საჯარო ლექციაზე: „კომპლექსების შესახებ“.

რეზო კორინთელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია; ამავე დროს, ის არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქიატრი, დიპლომირებული ანალიტიკოსი, ამერიკული ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის საპატიო წევრი.

ლექციის ფარგლებში, მომხსენებელი დამსწრე აუდიტორიას გააცნობს კომპლექსების განმარტებასა და ცნებას, მოკლე ისტორიას, ასოციაციურ ექსპერიმენტს, კომპლექსების ტიპებსა და მათი გამოცნობის საშუალებებს; მოკლედ განიხილავს ზოგიერთ მათგანს.

დრო: 2 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია

დასწრება თავისუფალია.