16 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ შეხვედრების სერიაზე – „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“. სერიის ფარგლებში, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინე ჩიტაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ფსიქოანალიზის კლასიკური თეორია – რა დარჩა ფსიქოლოგიაში“.
დრო: 16 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.