Menu

ფსიქოლოგ გიგა მამინაშვილის საჯარო ლექცია: „ფსიქოანალიზი, ფსიქოთერაპია და მედიცინა““

12 ნოემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ ფსიქოლოგ გიგა მამინაშვილის საჯარო ლექციაზე – „ფსიქოანალიზი, ფსიქოთერაპია და მედიცინა“. გიგა მამინაშვილი არის პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციის წევრი.

ლექცია ჩატარდება შეხვედრების სერიის „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ ფარგლებში.

ამონარიდი მოხსენებიდან: „ფსიქოთერაპიის ადგილი, ისევე როგორც მისი ფუნქცია, ტექნიკა და ძირითადი თეორიული კონცეპტები ფსიქოანალიზის წიაღში უნდა ვეძიოთ, ფსიქოანალიზისა, რომელიც წარმოიშვა და დღემდე აგრძელებს არსებობას რელიგიის, მედიცინის, ფილოსოფიისა და მაგიის გზაჯვარედინზე ისე, რომ მკაცრად ემიჯნება თითოეულს“.

დრო: 12 ნოემბერი, 19:00 საათი.
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია