Menu

გიორგი მაისურაძის საჯარო ლექცია: რელიგია, როგორც ნევროზი – ზიგმუნდ ფროიდი და რელიგიის ფსიქოანალიტიკური კრიტიკა

6 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, შეხვედრების სერიის – „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ – ფარგლებში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე – „რელიგია, როგორც ნევროზი – ზიგმუნდ ფროიდი და რელიგიის ფსიქოანალიტიკური კრიტიკა“.

ლექციას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. გიორგი მაისურაძე.

1907 წელს ფროიდმა რელიგია აკვიატებულ ნევროზებს შეადარა. ამის შემდეგ ფსიქოანალიზში დამკვიდრდა რელიგიის, როგორც “უნივერსალური ნევროზის”, განსაზღვრება. ლექციაზე საუბარი იქნება რელიგიის ფროიდისეული კრიტიკის ძირითად ასპექტებზე.

დრო: 6 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: B 202 (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.