Menu

„ფაშიზმის თეორიები“ – კრებულის პრეზენტაცია

2 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება ინსტიტუტის მიერ გამოცემულიკრებულის – „ფაშიზმის თეორიები“ – პრეზენტაცია.

კრებულის შემდგენლები არიან: ელენე ლადარია, გიორგი მაისურაძე და ლუკა ნახუცრიშვილი.

კრებულში განხილულია ევროპაში ფაშიზმისა და ნაციზმის ზეობის ხანაში სხვადასხვა დარგში მოღვაწე და განსხვავებული შეხედულებების მქონე ინტელექტუალთა ტექსტები, რომლებიც ფართო თეორიულ ჭრილში იაზრებენ ფაშისტური სულისკვეთების არსს, მის აფექტურ, ლოგიკურ თუ პოლიტიკურ აგებულებას. წარმოდგენილ ავტორთა მცირე ნაწილი (ერნსტ იუნგერი და ჯოვანი ჯენტილე) თავად ფაშიზმის დოქტრინის დამკვიდრებას ცდილობს, დანარჩენთა ნაშრომებში კი (ვალტერ ბენიამინი, ემანუელ ლევინასი, პაულ ტილიხი და ჟორჟ ბატაი) ფაშიზმის, როგორც სოციალურ-პოლიტიკური და ლიტერატურულ-ფილოსოფიური მოვლენის, კრიტიკაა წარმოდგენილი.

პრეზენტაციის ფარლებში, პროფესორი გიორგი მაისურაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას: “სისხლი და მიწა” – ფაშისტური ერთობის კულტურული საფუძვლები.

დრო: 2 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია