Fashizmis-Teoriebi-Cover_Front „ფაშიზმის თეორიები. დოქტრინა და კრიტიკა“

ამ გამოცემაში შესულია პაულ ტილიხის, ერნსტ იუნგერის, ვალტერ ბენიამინის, ჯოვანი ჯენტილეს და ჟორჟ ბატაის ტექსტები, და ასევე გიორგი მაისურაძისა და ლუკა ნახუცრიშვილის კომენტარები. კრებულის შემდგენლები არიან ლუკა ნახუცრიშვილი, ელენე ლადარია, გიორგი მაისურაძე. მთარგმნელობით-სარედაქტორო სამუშაო გასწიეს ლუკა ნახუცრიშვილმა და ელენე ლადარიამ.

კრებული აერთიანებს ევროპაში ფაშიზმისა და ნაციზმის ზეობის ხანაში (1920-1940-იანი წლები) დაწერილ ტექსტებს, რომელთა უმრავლესობა ცდილობს, გაიაზროს ფაშისტური სულისკვეთების არსი, მისი აფექტური, ლოგიკური, პოლიტიკური აგებულება, დანარჩენები კი პოზიტიურად წარმოგვიდგენენ ფაშიზმის იდეურ შინაარსს.

ქართველ მკითხველს წინამბდებარე კრებული შესაძლებლობას აძლევს, გარკვეული პარალელები გაავლოს ფაშიზმისდროინდელ ევროპასა და თანამედროვე საქართველოში თვალშისაცემ ტენდენციებს შორის, რომლებიც ერთნაირი სიძლიერით ვლინდება რიტორიკულ-ენობრივ და პოლიტიკურ-კულტურულ დონეზე.



ედვარდ საიდი: „ორიენტალიზმი“

ინსტიტუტის ერთ-ერთი ცენტრალური კვლევითი მიმართულება, იმპერიის, კულტურისა და ჰეგემონიის კომპლექსურ კვლევებთან ერთად, სუბალტერნული და პოსტ-კოლონიური კვლევები იქნება. ამ კუთხით, სხვადასხვა აკადემიურ ღონისძიებებსა და კვლევით პროექტებთან ერთად,  იგეგმება ზემოთ აღნიშნული სფეროების წარმომადგენელ, წამყვან მეცნიერთა ცენტრალური თეორიული ნაშრომების თარგმნა. ედვარდ საიდის „ორიენტალიზმის“ ქართული თარგმანი, რომელსაც, ელენე ლადარიას რედაქტორობით, სოსო ჭაუჭიძე ასრულებს, ამ პროექტის ერთ-ერთი პირველი და რამდენადმე მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა. ვთვლით, რომ საიდის ამ აღიარებული ნაშრომის ქართულ ენაზე გამოცემა დააჩქარებს იმ აკადემიური ვაკუუმის ამოვსების პროცესს, რომელიც კოლონიური და იმპერიული რეჟიმების, „აღმოსავლეთის“ დასავლური წარმოსახვითისა და მისი კულტურული რეპრეზენტაციების, ზოგადად ჰეგემონიური და სუბალტერნული დისკურსების  ცენტრალური და მარგინალური ელემენტების შესახებ კრიტიკული რეფლექსიის ნაკლებობამ წარმოქმნა.



ჰანა არენდტი: „რევოლუციის შესახებ“