გიორგი მაისურაძე:
პოლიტიკური თეოლოგიის ფიგურები და ნარატივები

გამოიცემა 2015 წელს, ილიას უნიცერსიტეტის საგამომცემლო სახლის მიერ.

„პოლიტიკური თეოლოგია“ ანტიკურ სამყაროში გაჩნდა და ის საერო ხელისუფლების თეოლოგიურ დაფუძნებას, მისი, როგორც ღვთაებრივი ძალის, ლეგიტიმაციას ემსახურებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პრინციპმა ქრისტიანულ შუა საუკუნეებში შეიძინა, როდესაც ის სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმაციის ძირითად წყაროდ იქცა. ამან, თავის მხრივ, ზეგავლენა იქონია თავად საეკლესიო თეოლოგიასა და ეკლესიის სამისიონერო პოლიტიკაზე. სეკულარულ ახალ დროებაში, ანუ მოდერნულობაში, პოლიტიკური თეოლოგია „გამიწიურდა“ და ნაციონალიზმისა თუ სხვა პოლიტიკური იდეოლოგიების სიმბოლიკად გარდაისახა.

პოლიტიკური თეოლოგია საკრალური შინაარსის ფიგურებს, სიმბოლოებსა და ნარატივებს ქმნის, რომელთა მეშვეობითაც როგორც ძალაუფლების, ასევე პოლიტიკური ქმედებების ლეგიტიმაცია ხდება. წიგნში ძირითადი ყურადღება ეთმობა სწორედ ამ ფიგურებისა და ნარატივების ანალიზსს, მათ წარმოშობასა და ტრანსფორმაციებს, რომლებიც სეკულარული ნარატივების ბირთვს ქმნიან და სხვადასხვა ფორმით ახალი ეპოქის იდეოლოგიებსა თუ პოლიტიკურ სიმბოლიკაში ცოცხლდებიან.



ზაალ ანდრონიკაშვილი:
პოლიტიკური თეოლოგია საქართველოში

გამოიცემა 2015 წელს, ილიას უნიცერსიტეტის საგამომცემლო სახლის მიერ.

საქართველოში პოლიტიკური თეოლოგიისადმი მიძღვნილ პირველ მონოგრაფიაში განხილულია ქართული პოლიტიკური თეოლოგიის ძირითადი კატეგორიები და ისტორია შუა საუკუნეებიდან თანამედროვეობამდე. შესავალში განხილულია პოლიტიკური თეოლოგიის ცნება, თეორიები და მათი გამოყენების შესაძლებლობა ქართულ კონტექსტში.  შემდეგი თავები ეძღვნება ქართული პოლიტიკური თეოლოგიის მარტიროლოგიურ პარადიგმას, რომელშიც ქართველი მეფეები წმინდა მხედრებად არიან წარმოდგენილები, ამ პარადიგმის რღვევას და ქართველ მეფეთა რეპრეზენტაციის პრობლემებს XVI-XVIIIსს, საქართველოს უგვირგვინო მეფედ წოდებული ილია ჭავჭავაძის სეკულარიზაციულ პროექტს, რომელიც საკრალური კატეგორიების სეკულარულ მამულზე გადმოტანას ისახავდა მიზნად და პოლიტიკური თეოლოგიის კატეგორიების გამოყენებას XX-XXI საუკუნის ქართულ პოლიტიკურ, რელიგიურ და საზოგადოებრივ დისკურსებში.