Menu

დისკუსია: ლტოლვილი ბავშვი – პოლიტიკური სტატუსის ფსიქიკური რეპრეზენტაცია

4 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების სერიის – „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ – ფარგლებში, ჩატარდება დისკუსია თემაზე: „ლტოლვილი ბავშვი – პოლიტიკური სტატუსის ფსიქიკური რეპრეზენტაცია“.

დისკუსიას გაუძღვება პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციის წევრი, დენი დიდროს სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის განყოფილების დოქტორანტი, ფსიქოლოგი გიგა მამინაშვილი.

დევნილთა საკითხი საქართველოში სოციო-პოლიტიკური დისკურსის ნაწილია და ის არ ითვალისწინებს დევნილი პირის სუბიექტს, იძულებით გადაადგილებული პირის ფსიქიკურ ცხოვრებას და მნიშვნელობებს, რომლებსაც დევნილის სტატუსი შეიძლება იძენდეს მისთვის.

მომხსენებელი ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგიისა და კლინიკის ჭრილში განიხილავს დევნილობის პრობლემას ბავშვებთან და მათ მშობლებთან საქართველოში.

მიმოიხილავს თავისსავე სტატიას „ლტოლვილი ბავშვი-პოლიტიკური სტატუსის ფსიქიკური რეპრეზენტაცია“, რომელიც 2011 წელს მოხსენების სახით იყო წარდგენილი ბავშვთა ფსიქოანალიზისადმი მიძღვნილ ფსიქოანალიტიკურ კონფერენციაზე პარიზში. 2014 წელს სტატია დაიბეჭდა ჟურნალში „კლინიკური ფსიქოლოგია“, კლოდ ვაისმანისა და ოლივიე დუვილის რედაქტორობით.

დრო: 4 თებერვალი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.