Menu

კემბრიჯის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევრის, თომას ჰოპკინსის, საჯარო ლექცია: პოლიტიკური თეორია და მისი ისტორიები

4 აპრილს, 15:00 საათზე, ილის სახელმწიფო უნივერსიტეტის წოგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, კემბრიჯის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი ისტორიასა და პოლიტიკაში, თომას ჰოპკინსი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: პოლიტიკური თეორია და მისი ისტორიები.

რატომ უნდა ვსწავლობდეთ პოლიტიკური აზრის ისტორიას თუ არა იმ იმედით, რომ ის პოლიტიკის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება? თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფიის დიდი ნაწილი ვერ უძლებს ცდუნებას, გამოყენებითი ეთიკის დარგად არ მიიჩნიოს პოლიტიკა. ამგვარი მიდგომის შემთხვევაში, თეორიის ამოცანად „ნორმების“ იდენტიფიცირება იქცევა; პრაქტიკული პოლიტიკის მიზნად კი – ის, რომ სამყარო რაც შეიძლება უფრო მეტად შეუსაბამოს თეორიის მიერ შედგენილ პროგრამას. რაც შეეხება პოლიტიკური აზროვნების ისტორიას, ის მოგვიხმობს, სკეპტიკური მზერა მივაპყროთ ამ მანევრს. დასაწყისში იყო ქმედება. პოლიტიკური თეორია წინ არ უსწრებს პრაქტიკას, არამედ თავადაა მისი ერთ-ერთი ფორმა. თეორეტიკოსის მუშაობა პოლიტიკაში ინტერვენციას უდრის; ან, სულ მცირე, მცდელობაა ამა თუ იმ საზოგადოებრივ განლაგებასთან დაკავშირებული დისკურსული პრაქტიკების ფორმაცვალების ან გაძლიერებისა. ეს ლექცია გააანალიზებს, 60-იანი წლებიდან მოყოლებული, პოლიტიკური აზრის ისტორიის მეთოდოლოგიაში მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებებს, განსაკუთრებულ ყურადღებას კი ე. წ. „კემბრიჯის სკოლის“ მიერ ჩატარებულ სამუშაოს დაუთმობს.

მომხსენებლის შესახებ

პოლიტიკის ისტორიკოსი თომას ჰოპკინსი (Thomas Hopkins) 2015 წლიდან ასწავლის კემბრიჯის უნივერსიტეტში, პოლიტიკისა და საერთაშორისო კვლევების კათედრაზე; ამავე დროს კი კემბრიჯის უნივერსიტეტის ქრაისტს-კოლეჯის ასოცირებული წევრია ისტორიისა და პოლიტიკის განხრით. 2014-2015 წლებში, ლონდონის უნივერსიტეტში ასწავლიდა პოლიტიკური აზრის ისტორიას. 2011 წელს, კემბრიჯის უნივერსიტეტის ქრაისტს-კოლეჯში, ისტორიის დარგში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (PhD) თემაზე: „სეი და სისმონდი პოლიტიკური ეკონომიის შესახებ რევოლუციის შემდგომ ევროპაში“. 2005-2006 წლებში, ამავე უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე პოლიტიკური აზრისა და ინტელექტუალური ისტორიის მიმართულებით.

რჩეული პუბლიკაციები

2015: „მსოფლიო პოლიტიკური ეკონომიკის“ საზღვრები: სმითი, ლისტი და ვაჭრობით დამყარებული მშვიდობის პარადოქსი“, წიგნში: ტ. ჰიპლერი; მ. ვეკი (რედ.), მშვიდობის პარადოქსი მეცხრამეტე საუკუნის ევროპაში (ოქსფორდი: Oxford University Press, 2015), გვ. 77-91;

2014: „მსოფლიოს განმგებლობა მეცხრამეტე საუკუნეში“; „საკუთრება და სიღატაკე: თვალთახედვები მეცხრამეტე საუკუნის სოციალურ საკითხთან დაკავშირებით“; „სოციალიზმამდე: პოლიტიკური ეკონომია და სოციალური საკითხი მეცხრამეტე საუკუნის საფრანგეთში“, წიგნში: მ. კოსკენიემი; ბ. შტრათი (რედ.). ევროპა 1815-1914 წლებში: ერთობისჩამოყალიბება და მსოფლიოს განმგებლობა (ჰელსინკი: University of Helsinki, 2014), გვ. 33-43, 84-92, 93-106;

2016: სამრეწველო ცივილიზაცია: პოლიტიკური აზრი რევოლუციის შემდგომ საფრანგეთში (მონოგრაფია, იგეგმება გამოსაცემად 2016 წლის მიწურულს).

დრო: 4 აპრილი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ.#32)

დასწრება თავისუფალია.