Menu

იოსებ ჭაუჭიძის საჯარო ლექცია: რეპრესიული ჰიპოთეზის წინააღმდეგ: ფუკო და ფსიქოანალიზი

6 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება იოსებ ჭაუჭიძის საჯარო ლექცია: „რეპრესიული ჰიპოთეზის წინააღმდეგ: ფუკო და ფსიქოანალიზი“.

მიშელ ფუკოს „შეშლილობის ისტორია“ ფროიდიანულ ფსიქოანალიზთან კონფრონტაციის პირველი და მეტ-ნაკლებად სისტემატური მცდელობა იყო. მოგვიანებით, „სექსუალობის ისტორია“ მეცხრამეტე საუკუნის ფსიქოლოგიის, როგორც მოდერნული დისციპლინარული ტექნიკის, გარდა ფროიდის მთლიან ფსიქოანალიტიკურ კორპუსს აკრიტიკებდა. პარალელურად, მემარცხენე ფროიდიანული სკოლისა და ჟაკ ლაკანის ინტერვენციებმა ფუკო-ფროიდის დებატებში ახალი დაძაბულობები გამოკვეთეს. რამდენად შესაძლებელია დიალოგი ფუკოს გენეალოგიურსა და ფსიქოანალიტიკურ მეთოდებს შორის? რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამ დებატებს? როგორ შეგვიძლია გავიაზროთ ფუკოს ინტერვენცია თავად ფსიქოანალიზის შუქზე? მოხსენება ამ კითხვების გაშლასა და მათ გარშემო ამოზრდილი ახალი კითხვების კრიტიკულ გააზრებას შეეცდება.

დრო: 6 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.