Menu

პროფ. გიორგი მაისურაძის საჯარო ლექცია: „ზიგმუნდ ფროიდის ეგვიპტური ფანტაზია. ლიტერატურული ფიქცია, როგორც ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტაციის მეთოდი“

ოთხშაბათს, 3 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლ „ლიგამუსში“, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის საჯარო ლექციაზე – „ზიგმუნდ ფროიდის ეგვიპტური ფანტაზია. ლიტერატურული ფიქცია, როგორც ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტაციის მეთოდი“.

ლექცია ჩატარდება შეხვედრების სერიის „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ ფარგლებში.

1936 წელს ზიგმუნდ ფროიდი პირადი წერილით გამოეხმაურა თომას მანის იმ დროს ჯერ კიდევ დაუმთავრებელ რომანს „იოსები და მისი ძმები“. წერილში ფროიდი თომას მანის რომანის ბიბლიური სიუჟეტის გასაოცარ ინტერპრეტაციას იძლევა. იმ პერიოდში ფროიდი მუშაობდა თავის უკანასკნელ წიგნზე – „კაცი მოსე და მონოთეისტური რელიგია“, რომელიც მისი შემოქმედებითი ანდერძი უნდა გამხდარიყო. ფროიდის ეს ნაშრომიც ხშირად ლიტერატურულ ფიქციად მიიჩნევა. მოხსენების თემას სწორედ ფიქცია, როგორც ფროიდის ინტერპრეტაციული მეთოდი, წარმოადგენს.

დრო: 3 დეკემბერი, 19:00 საათი.
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია.