Menu

გიგა ზედანიას საჯარო ლექცია – მასა და ბელადი. ფაშიზმის ფსიქოანალიზისათვის

1-ლ აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, შეხვედრების სერიის – „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ – ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – „მასა და ბელადი. ფაშიზმის ფსიქოანალიზისათვის“.

რას გვაძლევს ფსიქოანალიზი ფაშიზმის გაგებისთვის?

ფროიდმა პოლიტიკის ფსიქოანალიტიკური თეორია იმავე პერიოდში შეიმუშავა, როცა ფაშიზმი ისტორიის ასპარეზზე გამოდიოდა. დროში ეს დამთხვევა ერთი მიზეზი უნდა იყოს იმისა, რომ ფროიდის მიერაღწერილი პოლიტიკური დინამიკა ძალიან ჰგავს 1920-იანი წლების იტალიასა და გერმანიაში მიმდინარე პროცესებს. ამ სიახლოვის კიდევ ერთი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ როგორც ფროიდი, ერთი მხრივ,ისე მუსოლინი და ჰიტლერი, მეორე მხრივ, თავიანთ შთაგონებას ბრბოს ფსიქოლოგიის მე-19 საუკუნისეულ ტრადიციაში ეძებდნენ; ფროიდს ადამიანთა მასის მამოძრავებელი ფაქტორების გაგება სურდა, ხოლოდიქტატორებს ამავე მასის მართვა უნდოდათ.

რა კავშირია ბრბოს ფსიქოლოგიის ტრადიციასა და რევოლუციურ პროცესებს შორის, რომლებიც ევროპულ საზოგადოებას მე-18 საუკუნის ბოლოდან არყევდნენ? როდის და რატომ ჩნდება ქარიზმატულიბელადის ფიგურა მასების შესახებ რეფლექსიაში? რაშია განსხვავება ორგანიზებულსა და არაორგანიზებულ მასებს შორის? რა არაცნობიერი პროცესები ედო და უდევს საფუძვლად ფაშიზმის აღზევებას?

ლექცია შეეცდება პოლიტიკის ფსიქოანალიზის ტრადიციის გახსენებასა და აქტუალიზაციას.

დრო: 1-ლი აპრილი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.