Menu

გიორგი მაისურაძის საჯარო ლექცია “კაფკა და კაფკაესკი

 

 

 

15 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის ლექციაზე „კაფკა და კაფკაესკი“.

„კაფკაესკი“ (Kafkaesk, ან Kafkaesque) 1939 წელს გაჩენილი სიტყვაა, რომელსაც გერმანული ენის ერთი ცნობილი ლექსიკონი ასე განმარტავს: „გადმოცემის კაფკასეული სახეობა, უცნაურად შემზარავი, შემაშინებელი“. ლექციაზე საუბარი იქნება ფრანც კაფკას პოეტური სამყაროს ამ თავისებურ ხასიათზე.

დრო: 15 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.