Menu

პროფესორ თეო კობუშის საჯარო ლექციები

11, 12 და 14 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, პროფ. დრ. თეო კობუში ჩაატარებს 3 საჯარო ლექციას.

  • 11 მაისი: „შესაქმე არარასგან“
  • 12 მაისი: „დეკარტის მედიტაციები: პრაქტიკული მეტაფიზიკა“
  • 14 მაისი: „ადამიანის ღირსების შესახებ“

განრიგი:

  • 11 მაისი: 10:00-13:00, აუდიტორია E 207
  • 12 მაისი: 14:00-17:00, აუდიტორია E 207
  • 14 მაისი (ლექციის დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება მოგვიანებით)

ლექციები ჩატარდება გერმანულ ენაზე, თანმიმდევრული ქართული თარგმანით.

დასწრება თავისუფალია.

პროფ. დრ. თეო კობუშის შესახებ:
პროფ. დრ. თეო კობუში (Theo Kobuschhttp://bit.ly/1ce2AN6) – ანტიკური ფილოსოფიისა და რომაულ-კათოლიკური თეოლოგიის სპეციალისტი. 2003 წლიდან არის ფილოსოფიის კათედრის გამგე და ფილოსოფიის ინსტიტუტის საქმეთა განმკარგველი დირექტორი ბონის უნივერსიტეტში. პლატონის შესახებ მრავალრიცხოვანი პუბლიკაციის საფუძველზე იგი ცნობილია სპეციალისტთა ფართო წრეში. ის აგრეთვე პასუხისმგებელი თანარედაქტორია „ფილოსოფიის ისტორიის ლექსიკონისა“ და თვითონაც ეკუთვნის რამდენიმე სტატია ლექსიკონში. ამასთანავე, არის ფილოსოფიის გერმანულენოვან დოცენტთა კონსორციუმის თავმჯდომარე კათოლოკური თეოლოგიის განხრით; ასევე ანტიკური ფილოსოფიის საზოგადოების საქმეთა განმკარგველი დირექტორი.

ავტორი (არასრული ჩამონათვალი):
▪ „გამოკვლევები ჰიეროკლე ალექსანდრიელის ფილოსოფიაში. ნარკვევები ქრისტიანული ნეოპლატონიზმის შესახებ“. Berchmans, მიუნხენი 1976, ISBN 3-87056-008-8;
▪ „ყოფნა და ენა. ენის ონტოლოგიის ისტორიული დაფუძნება“. Brill, ლაიდენი/ნიუ-იორკი/კოპენჰაგენი/კელნი 1987, ISBN 90-04-07562-3;
▪ „პიროვნების აღმოჩენა. თავისუფლებისა და ადამიანის მოდერნული ხატის მეტაფიზიკა“. Wissenschaftliche Buchgesellschaft, დარმშტადტი 1993/1997, ISBN 3-534-13377-3;
▪ „ქრისტიანული ფილოსოფია. სუბიექტურობის აღმოჩენა“. Wissenschaftliche Buchgesellschaft, დარმშტადტი 2006, ISBN 978-3-534-19746-0;
▪ „მაღალი და გვიანი შუა საუკუნეების ფილოსოფია“. (= „ფილოსოფიის ისტორია“, ტომი 5). Beck, მიუნხენი 2011, ISBN 978-3-406-31269-4.

გამომცემელი (არასრული ჩამონათვალი):
▪ ———; ოეინგ-ჰანჰოფი, ლუდგერ; იეშკე, ვალტერ (გამომც.): „მეტაფიზიკა და თავისუფლება. სტატიების კრებული“. Wewel, მიუნხენი 1988, ISBN 3-87904-141-5;
▪ ———; მოიზიში, ბურკჰარდ; სამერელი, ორინ ფ. (გამომც.): „თვითი – სინგულარობა – სუბიექტურობა. ნეოპლატონიზმიდან გერმანულ იდეალიზმამდე“. Grüner, ამსტერდამი/ფილადელფია 2002, ISBN 90-6032-467-6.

დასწრება თავისუფალია.