Menu

დებატები #3 – “მძევლები” – თავისუფლების ოცნებები საბჭოთა კავშირში

2 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება ინსტიტუტის საჯარო დებატების ციკლის მესამე შეხვედრა.

საჯარო დებატების თემაა: ფილმი „მძევლები“.

რეზო გიგინეიშვილის ახალ ფილმს  გამოსვლისთანავე მასშტაბური და არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. რა განასხვავებს მას „თვითმფრინავის ბიჭებზე“  შექმნილი სხვა მხატვრული თუ დოკუმენტური ნაწარმოებებისგან?  როგორია „თვითმფრინავის ბიჭების“ ისტორიის მნიშვნელობა ჩვენთვის დღეს, 35 წლის წლის შემდეგ? რას გვეუბნება ის მაშინდელ და ამჟამინდელ თავისუფლებაზე?

ამ კითხვებზე უპასუხებენ მომხსენებლები:

  • გოგი გვახარია – კინომცოდნე
  • ლუკა ნახუცრიშვილი – ფილოსოფოსი
  • ლექს ჩიღვინაძე – მწერალი

დრო2 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობაA101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.