Menu

დებატები #2 გია ნოდია/თამთა მიქელაძე

22 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება ინსტიტუტის საჯარო დებატების პროექტის მეორე შეხვედრა.

საჯარო დებატების თემაა: 11-12 მარტის მოვლენები ბათუმში და სახელმწიფო პოლიტიკა მუსლიმი თემის მიმართ.

იყო თუ არა ბათუმში 11-12 მარტს გამართული დემონსტრაციის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი მუსლიმი თემის უკმაყოფილება მის მიმართ არსებულისახელმწიფო პოლიტიკით? რა ხარვეზები არსებობს ამ მხრივ სახელმწიფოს ქმედებებში? რის გაკეთებაა საჭირო ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად?

ამ კითხვებზე უპასუხებენ მომხსენებლები:

  • გია ნოდია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თამთა მიქელაძე – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

დრო: 22 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.