Menu

დებატები #1 – სოციალური უფლებები და საქართველოს კონსტიტუცია

რას გულისხმობს ადამიანის სოციალური უფლებები და როგორ აისახებიან ისინი საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად? უნდა გაიზარდოს თუ არა მათი როლი კონსტიტუციაში? რა საერთაშორისო ვალდებულებები აქვს საქართველოს სახელმწიფოს მათთან მიმართებით? რა ეკონომიკური შედეგები მოყვება დაგეგმილ ცვლილებებს კონსტიტუციაში და როგორ აისახებიან ისინი მოქალაქეების კეთილდღეობაზე?

ეს კითხვები ბოლო ხანებში განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის საგანია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის ფონზე : კომისიის წევრების განცხადებით, ამა წლის გაზაფხულში დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შედეგად, გაიზრდება როგორც კონსტიტუციით დაცული სოციალური უფლებების რაოდენობა, ისე მათი დაცულობის ხარისხი.

მომხსენებლები : 
გიორგი მელაძე – ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი
ვახტანგ ნაცვლიშვილი – კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი
დებატებს უმოდერირებს ფილოსოფოსი თამარ ცხადაძე

დრო: 7 აპრილი 19:00 საათი.
ადგილმდებარეობა: ილიას უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია

დასწრება თავისუფალია!