Menu

ალექსანდრ ეტკინდის „ისტორიის სწორი მხარე. უილიამ ბულიტის ინტელექტუალური ბიოგრაფია“ – წიგნის პრეზენტაცია „ლიგამუსში“

 

 

 

 

16 ნოემბერს, 19 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება გამომცემლობა „რემედას“ მიერ გამოცემული ალექსანდრ ეტკინდის წიგნის „ისტორიის სწორი მხარე. უილიამ ბულიტის ინტელექტუალური ბიოგრაფიის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს თავად წიგნის ავტორი.

ისტორიკოსი და კულტურის მეცნიერი ალექსანდრ ეტკინდი ფლორენციის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი და აკადემიურ ბესტსელერებად ქცეული წიგნების „შეუძლებლის ეროსის“ და „შინაგანი კოლონიალიზაციის“ ავტორია. მისი ახალი წიგნი მოგვითხრობს ცნობილი ამერიკელი დიპლომატის, სსრკ-ში ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ელჩის, უილიამ ბულიტის (1891-1967) მოღვაწეობაზე. წიგნში გაანალიზებულია ამ მრავალმხრივი პიროვნების თეორიული ნააზრევი და 20-ე საუკუნის მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობის მოვლენების მისეული ხედვა. ღონისძიების მასპინძელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი.

დრო: 16 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.